აქტივობები ნიკო კეცხოველი2017



                                                       ნიკო კეცხოველის კვალდაკვალ                               

2016 წლის,22 ოქტომბერს, ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ მოეწყო ექსკურსია სამტრედიის მუნნიციპალიტეტის სოფ.დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში.
პროექტის სახელწოდება" კარგ ქართველთა ხსოვნისთვის-გიორგი და ნიკო ნიკოლაძეები"
მარშრუტი დაიგეგმა ნიკო კეცხოველის კვალდაკვალ,წიგნიდან"ცხრა მთა გადავიარეთ",გვ.მე-100,"ქვეთემა"კაი ყმა".
წიგნში მოთხრობილია გიორგი ნიკოლაძის შესახებ,როგორც გამოჩენილი მათემატიკოსი და ქართული ალპინიზმის ფუძემდებელი.
პროექტზე მუშაობდა ორი ჯგუფი:"გიორგი ნიკოლაძე-გამოჩენილი ქართველი მატემატიკოსი და ალპინისტი"
მეორე ჯგუფი,"ნიკო ნიკოლაძე-ნოვატორი"
მოსწავლეები გაეცვნენ გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების-ნიკოლაძეების ოჯახს,მათ საქმიანობასა და დამსახურებას ქართული კულტურის,მეცნიერებისა და საზოგადოებრივი ცხოვრების მოწყობაში.
დაათვალიერეს ნიკო ნიკოლაძის ეზო,მის მიერ გაშენებული პარკი,სადაც დღესაც ხარობენ მის მიერ ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხეები: ვარდისფერი მაგნოლი,საპნის ხე,ამერიკული ნიგოზი,ოსმანთუსი,რომელიც თურმე ყოველ წელს ნიკო ნიკოლაძის დაბადების დღეს ყვავილობს.
30 ოქტომბერს,ფარის საჯარო სკოლაში,მოეწყო პრეზენტაცია,მოსწავლეებმა წარმოადგინეს ის მასალა,რაც ექსკურსიის დროს შეაგროვეს,მოამზადეს საპრეზენტაციო ნამუშევრები, მათ სხვადასხვა კუთხით წარმოაჩინეს ცნობილი ქართველი მამა-შვილის ფასდაუდებელი ამაგი ჩვენი სამშობლოს წინაშე.





Green space-(ი)ს ფოტო.Green space-(ი)ს ფოტო.

                                    




                         აქცია "ნუ მოჭრი ნაძვის ხეს"                                                                                                

ფარის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბმა"ცოდნა-ძალაა"ორგანიზება გაუწია აქციას" ნუ მოჭრი ნაძვის ხეს". აქციის ფარგლებში,მოსწავლეებმა შექმნეს ბუკლეტები ,დაბეჭდეს და გაავრცელეს კარდაკარის პრინციპით. მოსწავლეები მოუწოდებდნენ სოფლის მოსახლეობას,არ მოეჭრათ ნაძვის ხე, საახალწლო განწყობა მალე მთავრება,ხეს კი სამუდამოდ ვართმევთ სიცოცხლეს, ასე მიჰქონდათ მოსახლეობამდე მთავარი სათქმელი. მოსახლეობა გაგებით მოეკიდა მოსწავლეების წამოწყებას,ისინი იტხოვდნენ შეეთავაზებინათ მათთვის ალტერნატიული გამოსავალი,აქციის მონაწილეები სხვადასსხვა ალტერნატივას სთავაზობდნენ,ხელოვნური ნაძვის ხის შეძენა, ნაძვის ხის ტოტებისგან აწყობა,ისე რომ ხეს სიცოცხლე შეუნარჩუნდეს.ბუკლეტები გამოაკრეს სოფლის ტავშეყრის ადგილებში.ამ ეტაპზე ამზადებენ პოსტერს,რომელიც ასევე გამოიფინება სოფლის ცენტრში.
აღსანიშნავია,რომ სამოქალაქო კლუბის წევრებმა,თავიანთ ოჯახებს არ მისცეს უფლება ცოცხალი დაძვის ხე დაედგათ ოჯახში,მათ მშობლებს მოუწოდეს შეეძინათ ხელოვნური ნაძვის ხე.

Green space-(ი)ს ფოტო.

                                         აქცია" გავალამაზოთ ჩვენი სკოლა"

ფარის სამოქალაქო კლუბმა, მაისის თვეში, ჩაატარა აქცია, "გავალამაზოთ ჩვენი სკოლა". სკოლის ეზოში გაკეთდა ყვავილნარი,დაირგა კოლხური ბზა. 
მოსწავლეემბა დაასუფთავეს სკოლის ეზო,შემოღობეს ყვავილნარი,დაბარეს და დარგეს ბზადა ყვავილები.

Green space-(ი)ს ფოტო.

"დასუფთავების აქცია"

Green space-(ი)ს ფოტო."ვიცხოვროთ სუფთა გარემოში ეს ჩვენი უფლებაა,დ ავიცვათ ჩვენი გარემო ეს ჩვენი მოვალეობაა" ამ დევიზით, ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჩაატარეს დასუფთავების აქცია.
დასუფთავდა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია.








                                   






                         














                       აქცია"დაზოგე რესურსები"
ფარის სამოქალაქო კლუბმა განაახლა აქცია"დაზოგე რესურსები"
მოეწყო სემინარი თემაზე თუ როგორ მზადდება ქაღალდი,როგორ გადამუშავდება მაკულატურა და რამდენი ხის სიცოცხლის შენარჩუნებაა შესაძლებელი ამით.გარდა ამის თავიდან ავიცილებთ ბუნებაში მოხვედრილ უამრავ ქაღალდს რომელიც აბინძურებს გარემოს.
წარმოდგენილი იყო ვიდეო მასალა ქაღალდის დამზადებისა და მაკულატურის გადამუშავების ტექნოლოგიების შესახებ.
მთელი წლის განმავლობაში სპეციალურად მოწყობილ კუთხეში გროვებოდა ქაღალდის ნარჩენები,24 მაისიდანგამოცხადდა მაკულატურის შეგროვების კვირეული,ერთი კვირის განმავლობაში ჯგუფებმა იაქტიურეს მაკულატურის შეგროვებაში. 



ფარის საჯარო სკოლა, ახორციელებს პროექტს "დაზოგე რესურსები". პროექტის მიზანია,გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. 
პროექტის ფარგლებში,გროვდება მაკულატურა,რომელიც პერიოდულად იცვლება წიგნებზე.
წელს სამოქალაქო კლუბმა "ცოდნა ძლააა" შეძლო შეეგროვებინა 245 კგ. მაკულატურა და გადაეცვალა წიგნებზე.

Green space-(ი)ს ფოტო.Green space-(ი)ს ფოტო.

No comments:

Post a Comment