კვლევის შედეგები


                                                               ტრადიციული  რეწვა, ოდითგანვე იყო სვანეთში დაწინაურებული სფერო,რადგან გეოგრაფიული კარაჩაკეტილობა,იწვევდა იმის საჭიროებას, რომ ადგილზე  მომხდარიყო ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ნივთისა თუ მასალის დამზადება.
სვანეთში ადგილზე მზადდებოდა ხის ავეჯი, ჭურჭელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები, ადგილზე იქსოვებოდა ტანსაცმლისათვის ნედლეული,ძირითად მასალად გამოიყენებოდა მატყლი დაკანაფის მცენარე,ადგილზევე ხდებოდა ტყავის დამუშავება,რაც გამოყენებულ იყო,როგორც ფეხსაცმლის შესაკერად,ასევე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივეთების დასამზადებლად.
 ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბისთვის საინტერესო გახდა, ჩაეტარებინათ კვლევა ტრადიციული ოსტატებისთვის განკუთვნილ კითხვარი მიხედვით და დაედგინათ რამდენად იყენებდნენ უძველეს ტრადიციულ რეწვას ადგილობრივი მოსახლეობა.
გამოიკითხა,სოფელ ფარში მცხოვრები 15 ქალბატონი და 10 მამაკაცი ,მათი ასაკი  შედაგენდა 41 დან 80  წელს.
კითხვაზე, რამდენწლიანი გამოცდილება აქვთ, რეწვის ინდუსტირაში მუშაობის, 15 დან 80 % აღნიშნავს რომ 10 წელზე მეტი,ხოლო 20 % 7-10 წლამდე.
გამოკითხულთაგან 30% ფლობს უცხო ენას სალაპარაკო დონეზე.
რესპოდენტები,ძირითადად დაკავებული არიან,ქალები, მატყლის დამუშავებით, აწარმოებენ შალის ძაფს, ქსოვენ წინდებს და ამზადებენ სვანურ ქუდებს, ხოლო მამაკაცები,წნულ გოდრებს და ხის საყოფაცხოვრებო ნივთებს,როგორიცაა, ცელის,ცულის ტარი, მარხილი.
გამკითხუთაგან,არცერთს არ აქვს მოწყობილი სახელოსნო,ისინი მუშაობენ სახლის პირობებში,და ისინი მუშაობენ ძირითადად ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე.
გამოკითხულ ქალების 10 % ამზადებს დაახლოებით წელიწადში 5-7 სვანურ ქუდს და ახერხებს მის რეალიზებას და მათი პოტენციური კლიენტები არიან ადგილობრივი მცხოვრებლები.
არცერთი გამოკითხული რესპოდენტი, არ იყენებს არცერთ მარკეტინგულ არხს.
 გამოკითხულთაგან 100 % ასახელებს ძირიტად პრობლემას გასაღების ბაზარს,მათ უჭირთ პროდუქციის რეალიზება და ამიტომაც ისინი აწარმოებენ მხოლოდ მცირე რაოდენობის პროდუქციას.
გამოკითხულთა, 100% ტყის რესურსებს იყენებს მხოლოდ საშეშე-საყოფაცხვრებო დანიშნულებით.
გამოკითხულთა 100% ასახელებს,რომ სოფელ ფარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე,მდებარეობს სვიფისა წმ. გიორგის ეკლესია,და კაიშის მთავარანგელოზის ეკლესია, რომელიც მე-9,მე-10 საუკუნის ფრესკული მხატვრობთ გამოირჩევა.ასევე ულამაზესი ტბები და ლანდშაფტები,რაც ტურისტისთვის იქნება საინტერესო.






          კვლვა,მიმართულება "ტურისტული განტავსების ობიექტი"2017წ
მესტიის მუნიციპალიტეტის,ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბმა,ჩაატარა კვლევა მიმართულებით,“განთავსების ობიექტი“
მიუხედავად იმისა,რომ მესტიის მუნიციპალიტეტი,ტურისტულად აქტიური რეგიონია და წელიწადის ნებისმიერ დროს დიდი რაოდენობით ვიზიტორს მასპინძლობს,სვანეთის რიგ სოფლებში საერთოდ არ შედის ტურისტი ან  მხოლოდ ეხლა იწყებს ტურიზმი განვითარებას.
სოფელი ფარი,უკვე მეორე წელია,რაც აქტიურად ავითარებს ტურიზმს, მოსახლეობა აქტიურად ცდილობს განავითაროს კერძო ბიზნესი,საოჯახო სასტუმროების სახით.
სოფელში მცხოვრები 70 ოჯახიდან,გამოკითხვა ჩატარდა 25 ოჯახთან.
აქედან ,12 ოჯახი არის მზად მიიღოს ზაფხულის სეზონზე ტურისტი,3 ოფიციალურად აქვს საოჯახო ტიპის სასტუმრო,რომელიც მზად არის წლის ნებისმიერ დროს უმასპინძლოს სტუმარს.
კითხვაზე,ფლობთ თუ  რომელიმე არა უცხო ენას, გამოკითხულდა 40% აცხადებს,რომ საუბრობენ რუსულ ენაზე, 10 % ინგლისურ ენაზე,საწყის დონეზე, ძირითადად ახალგაზრდა თაობა.
კითხვაზე,ვინ არიან თქვენი მომხმარებლები,რესპოდენტთა 80% პასუხობს ,რომ ისინი უცხოელი ვიზიტორები არიან.10 % იღებს ქართველ მომხმარებელ,ძირიტადად ის ადამიანები,ვინც სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან სოფ.ფარში.
სოფელ ფარში,აქტიური ტურისტული სეზონი ივნისიდან სექტემბრის ჩათვლითაა,ეს განპირობებულია იმითაც,რომ  მარკირებული,ტურისტული მარშრუტი ამ პერიოდისთვის არის   ხელმისაწვდომი.
10% აცხადებს რომ წლის განმავლობაში უმასპინძლეს დაახლოებით 30 დან 50 ვიზიტორს,90% აცხადებს რომ 10 დან 20 ვიზიტორს.
გამოკითხულთა 100% აცხადებს,რომ მათ დაქირავებული  კადრები არ ყავთ,ისინი თავად უძღვებიან მათ,მცირე ტიპის საოჯახო ბიზნეს.
გამოკითხულთა 60 % აცხადებს რომ მათ აქვთ 2 -4 ოთახი. 40 % აცხადებს ,რომ მათ აქვთ 2 ოთახი.
გამოკითხულთა 60% აცხადებს,რომ მათ აქვთ 10 საწოლი,40%  აცხადებს ,რომ მათ აქვთ 6 საწოლი.
100% აცხადებს ,რომ ფიქსირებული ფასი მოქმედებს სოფელში, კომფორტული ოთახი,სველი წერტილებითა და  სამჯერადი კვებით 50 დან 60 ლარამდე პერსონა.
საუზმითა და ვახშმიტ 30-35 ლარი ,პერსონა. მხოლოდ ღამისთევა 10-15 ლარი,პერსონა.

60% აცხადებს,რომ იყენებს BOOKING-სა და AIRBIN,ასევე სოც. ქსელებს,40%  უბრალოდ იყენებს Facebooks ან პირადი ნაცნობების მიერ გამოგზავნილ სტუმარს იღებს.







                                        კვლევა- მიმართულება "შეშა"
                          
Green space"-ის კლუბის წევრებმა,ჩაატარეს კვლევა მესტიის მუნიციპალიტეტის,სოფ,ფარის ტერიტორიულ ერთეულში.
საკვლევ თემად შეარჩიეს ტყეები და მათი მდგომარეობა, მიმართულება "შეშა"#cenn_greenwatch
კვლევის შედეგები აისახა ქვემოტ მოცემულ ანგარიშში.
მესტიის მუნიციპალიტეტი სოფელი ფარი შედგება 7 პატარა სოფლისგან,ხოლო კომლთა რაოდენობა შეადგენს 50 ოჯახს,აქედან გამოკითხვა ჩატარდა 40 ოჯახში.ოჯახები შეირჩა განსხვავებული შემადგენლობის მიხედვით : მრავალრიცხვოვანი, პატარა და მარტოხელა. 40 გამოკითხულიდან 35 კაცია, 5 კი ქალი.
ფარის თემის ტერიტორიის დაახლოებით 60% შეადგენს ტყეებს. გვხვდება სხვადასხვა ჯიშის ხეები,წიწვოვანი და ფართოფოთლოვანი.
გამომდინარე იქიდან რომ სვანეთში ალტერნატიული სათბობი საშუალება,გარდა ელქტროენერგიისა არ არსებობს, მოსახლეობის 100% მოიხმარრს შეშას და სვანურ ღუმელს.შეშის მოხმარების რაოდენობა, განსხვავებულია სხვადასხვა ოჯახში, 7-15 კუბამეტრამდე შეშას მოიხმარს 50 %,ხოლო დანარჩენი 50% მოიხმარს 15-30 კუბამეტრამდე შეშას,პარალელურად ეს ოჯახები,შეშის დაზოგვის მიზნით იყენებს ელექტროენერგიასაც.
გამოკითხულთა 90% თვითონ ჭრის და მოაქვს შეშა,ხოლო 10%,ძირითადად მარტოხელა ოჯახები, შეშას ყიდულობს სხვისგან.ის ვინც შეშას ყიდულობს სხვისგან,შეშაში წლიურად იხდის 750-1200 ლარამდე, მყიდველებს, შეშა მოაქვთ ტრანსპორტით და დაახლოებით 15-30 კილომეტრიდან, ხოლო ვინც არ ყიდულობს მოაქვს ხარებით და 2-7 კილომეტრიდან.შეშის მომხმარებელთა 70% მოიხმარს ხმელ შეშას,30% კი ორივეს ერთად,ხმელსაც და ნედლსაც.გამოკითხულთა 100% მოიხმარს ნაძვს და წიფელს.ყველა გამოკითხული ზაფხულში მოიხმარს ფიჩხსა და ტოტებს,ამავდროულად ელექტროენერგიასაც.
მოსახლეობის 40% არ მიმართავს თბოიზოლაციის ღონისძიებებს,ხოლო 60% მიმართავს.მოსახლეობის 90% სმმენია ბრიკეტებზე და მოსწონს იდეა,მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ბრიკეტების დამზადებას შესაფერისი დანადგარი სჭირდება,ხოლო ეს მოსახლეობისთვის არაა ხელმისაწვდომი ,ამიტომ მათი დამზადება და მოხმარება არ ხდება , ხოლო ბიობრიკეტებს არ მოიხმარენ, რადგან სვანეთში ბიომასას იყენებენ სასუქად, 10%მა,რომელმაც არ იცოდა ბრიკეტების შესახებ,მიეწოდა ინფორმაცია ბუკლეტების სახით.
კითხვაზე „რა საწვავს გამოიყენებდით თუ შეუძლებელი იქნებოდა ტყიდან შეშის მოპოვება?“გამომდინარე იქიდან რომ რეგიონში არ ხდება გაზის და ქვანახშირის მოწოდება,ხალხმა უპასუხა რომ ისინი მოიხმარდნენ დენს და დენი უნდა იყოს იაფი.
გამოკითხულთა 100% თვლის რომ ტყეები საუკეთესო მდგომარეობაშეია,ბოლო ათეული წლის განმავლობაში ტყის ფართობი გაიზარდა 10-15%ით.ყველა გამოკითხული თვლის რომ ადგილი არ ააქვს ტყის უმნიშვნელო დეგრადაციას,თუმცა მიუთითებენ იმ ფაქტზე რომ ფერდობებზე მომრავლებულია ნაძვი იმ ადგილებში სადაც ადრე ხარობდა მუხა და იწვევს მუხის რაოდენობის შემცირებას,რაც იწვევს ნიადაგის დანესტიანებას და დაშლას.ყველა გამოკითხული თვლის რომ პირველადი,ხნოვანი ტყეები შეცვლილია ახლით,რამაც გამოიწვია რომ ტყეების მდგომარეობა არსადაა დასული კრიტიკულ მდგომარეობამდე.
გამოკითხულთა 100% თვლის რომ ტყეებში გაქრა კურდღელი, რაც გამოიწვია მტაცებელთა მომრავლებამ,ხოლო გაჩნდა და მომრავლდა ცხოველთა ადრე არარსებული სახეობები : დათვი, მგელი, მელა, ტახი,შველი და მაჩვი.
სვანეთში ოდითგანვე ხდებოდა ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება. სვანები ოდითგანვე ფლობდნენ ტყის რესურსების სწორად გამოყენების და დაცვის ცოდნას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ისინი სათბობად ჭრიდნენ ისეთ ხეებს რომლებიც დაავადებული ან ხმობაში გადამდგარი იყო.არ იჭრებოდა ახალგაზრდა ხეები,არც ფერდობებზე არ იჭრებოდა ხეები. პირიქით ხელს უწყობდნენ ფერდობებზე ისეთი ჯიშის ხეების გამრავლებას, რომლებიც ნიადაგს იცავდა დაშლისა და ეროზიის საშიშროებისგან.
მიუხედავად იმისა რომ სვანეთში აქტუალური პრობლემაა -ხე-ტყის მასიური ჭრა,რაც საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნების გაქრობას. სოფელ ფარსა და მის თემში შემავალ ტერიტორიაზე ტყის საფარის საუკეთესო მდგომარეობაშია, რაც ძირითადად გამოწვეულია იმით რომ სოფელში არ ხდება ხე-ტყის წარმოება. ყველა ოჯახს ააქვს თავისი ტყის მასივი და იქ უნებართვოდ შესვლა ფაქტიურად შეუძლებელია, ხოლო პატრონი უფრთხილდება თავის კუთვნილ ტყეს და არ ჭრის ხეებს,განსაზღვრული რაოდენობის გარდა,რომელიც მას სათბობად სჭირდება და ტრადიციული მეთოდით არჩევს მოსაჭრელ ხეს.სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს ჩვენი სოფლის ტყის საფარის საუკეთესო მდგომარეობას.#cenn_greenwatch


                              "რეკრეაციულ-აგრარული მეურნეობა და ძოვება


"ნიკო კეცხოველის პრემიის ფარგლებში, "Green space"-მა ჩაატარა კვლევა,მიმართულება-"რეკრეაციულ-აგრარული მეურნეობა და ძოვება"#cenn_greenwatch
წარმოგიდგენთ კვლევის ანგარიშს:
მესტიის მუნიციპალიტეტის, სოფელ ფარის თემი შედგება 50 ოჯახისაგან, აქედან გამოიკითხა 30 ოჯახი, გამოკითხვაში მონაწილეობდა 20 ქალი და 10 მამაკაცი.
სვანეთის მოსახლეობის შემოსავლის ძირითადი წყარო არის აგრარული მეურნეობა, მესაქონლეობა და ტურიზმი, შესაბამისად ტერიტორიები უძველესი დროიდა დაყოფილია საძოვრებად, სახნავ-სათიბ ტერიტორიებად და დანარჩენი მოიცავს ტყეებს.სოფლეში გვხვდება ადგილები,რომელიც განკუთვნილია რელიგიურ -სარიტუალო დღესასწაულებისათვის,ასევე საკრალური ადგილები.
სოფელში გვაქვს შემორჩენილი მე-9 მე-10 საუკუნის კულტურული ძეგლები. სვიფის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაშია შეტანილი და კაიშის მთავარ ანგელოზის სახელობის ეკლესია. ასევე საკულტო და სარიტუალო ადგილები, რომლებიც არ არის ცნობილი ფართო მასებისათვის.
სოფელში ასევე გამოიყოფა ხატის ტყეები და მიწები, საიდანაც ხის მოჭრა ან ფიჩხის გამოტანა არ შეიძლება, ასევე აკრძალულია ამ მიწების დამუშავება, რადგან ის ღვთისადმია შეწირულად ითვლება.
მიუხედავად იმისა, რომ სოფელში მრავლად არის რეკრეაციული ადგილები, სოფლის მოსახლეობა იშვიათად სტუმრობს, დასვენებისა და გართობის მიზნით ამ ადგილებს.
სვანეთი ტურისტულად აქტიური რეგიონია, სოფლების უმეტესობა არ არის ჩართული, ან ეტაპობრივად ერთვება ტურიტულ მარშრუტებში შესაბამისად სოფლებშიც ტურისტული ინფრასტრუქტურაც არ არის მოწესრიგებული, თუმცა სოფელ ფარში დაახლოებით 12 ოჯახი არის მზად, იმისათვის, რომ მიიღოს ტურისტები და მათი რიცხვიც ნელ-ნელა იზრდება.
სოფელ ფარში ფუნქციონირებს ტურისტული ცენტრი, რომელიც სთავაზობს სხვადასხვა მომსახურების სერვისს ვიზიტორებს. კარვების გაქირავება, გიდის მომსახურება, საცხენოსნო და საფეხმავლო მარშუტები, ღამის გასათევ ადგილებსა და კულტურული ტურებს.
სოფელი ფარი ეკოტურიზმისათვის საინტერესო და მიმზიდველია. ულამაზესი ტყეები, ტბები და ჩანჩქერები, რომლების გამოიყენება ტურისტული დანიშნულებით.
სოფელი ფარის სასოფლო სამეურნეო სავარგულები კერძო საკუთრებას წარმოადგენს, შესაბამისად მას არ სჭირდება სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების გამოყენება.
ფარის თემის მოსახლეობა ძირითადად მისდევს მესაქონლეობას, შესაბამისად საჭიროა დიდი რაოდენობით საძოვრების არსებობა, ამიტომაც არსებული ტყეები საძოვრებად გამოიყენება. საძოვრებზე საქონელი დაახლოებით 6-7 თვე იმყოფება. ამ ტერიტორიებზე არ არის საჭირო მწყემსი მისდევდეს მთელი დღის განმავლობაში საქონელს. ტყეში არსებული საძოვრები სოფლებს შორის არ არის განაწილებული.
ფარის თემი შედგება 7 სოფლისაგან და თითოეულ სოფელს 1000 ჰექტარზე მეტი მიწა გააჩნია. სოფელში ტყის ტერიტორიაზე არ არსებობს კერძო ფერმები. ტყის რესურსების გამოიყენება საშეშე ხე-ტყეზე შეიზღუდა, სამასალე ხე-ტყეზე ძალიან შეიზღუდა, წვრილი მერქანი ძელი, ბოძი, ჭიგო იგივე დარჩა, არამერქნულ რესურსებზე: სოკო, კენკრა, იგივე დარჩა. რეკრეაციული რესურსები იგივე დარჩა. ძოვება გაიზარდა. სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოყენება იგივე დარჩა
ხოლო ტყეში შესვლის უფლება იგივე დარჩა.#cenn_greenwatch

No comments:

Post a Comment