საავტორო სტატიები.2020


          უძველესი საპონი სვანური ყოფაში
საპონს ადამიანი უძველესი პერიოდიდან გამოიყენებს და მისი წარმოშობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.დიდიხნის მანძილზე მიიჩნეოდა,რომ საპნის პირველი მწარმოებლები რომაელები და ბერძნები იყვნენ,ერთ-ერთი მითისთანახმად,რომში არსებობდა მთა-საპო,სადაც როამელები ატარებდნენ მსხვერპლშეწირვის რიტუალს,სადაც დამწვარიმსხვერპლის ნაცარი და ქონი ერთმანეთს ერეოდა და ნაღვენთი  ჩაედინებოდა მდინარეში,სადაც მოსახლეობა სარეცხსრეცხდა,მათ შეამჩნიეს,რომ ეს ნაღვენთი,რომელიც მთიდან მოდიოდა კარგად აშორებდა ჭუჭყს და  მალე აქ დაიწყეს საპნისწარმოება და მთის სახელწოდებიდან დაარქვეს ამ მასას „საპო“.ძველ საბერძნეთში,მდინარის წვრილ ქვიშას ურევდნენ ცხიმსდა ასე იღებდნენ მყარ მასას,რომელიც კარგად აშორებდა  ჭუჭყს.
მე-19 საუკუნეში,თანამედროვე ერაყის ტერიტორიებზე წარმოებული გათხრების შედეგად აღმოჩნილ იქნა მრავალრიცხოვანითიხის ლურსმული ფირფიტები,რომელიც დათარიღებულია დაახლოებით 5500 წლით.ერთ-ერთ ფირფიტაზე აღწერილიასაპნის დამზადების რეცეპტი რომელიც დათარიღდა ჩვ..აღ. 2800 წლითშუმერული რეცეპტის თანახმადსაპონიმზადდებოდა ხის ნაცრის თუთქისა და ცხოველური ცხიმის ხარშვით.ებერსის პაპირუსი,რომელიც დათარიღებულიაჩვ..აღ.მდე 1550 წლით,ასევე აღწერილია საპნის რეცეპტი.

 საპნის წარმოშობის ისტორიის უძველეს მტკიცებულებად შესაძოა მივიჩნიოთ სწორედ შუმერული თიხისფირფიტები,გამომდინარე იქიდან,რომ საქართველოს მთიანეთში სწორედ მსგავსი შემადგენლობით და რეცეპტითმზადდებოდა საპონი,შესაძლოა ვივარაუდოთ თარიღი 5800 წელი,რომელიც შემონახულია ქართულ რეალობაში და სვანეთშიის დღემდე შენარჩუნებულია ყოფაში.
სვანეთში,  საპონს  უძველესი დროიდან ადგილზე ამზადებდნენსახლის პირობებში მომზადებული საპონიარაჩვეულებრივისარეცხი და დასაბანი საშუალება იყომისი დამზადებისათვის საჭიროა მხოლოდ ნაცარი და ღორის ან საქონლის ქონი.
თანამედროვე ცხოვრებამ, და უამრავმა სამკურნალო თუ ჰიგიენურმა საშუალებებმა განდევნა ტრადიციული საპონი.საპნის ხარშვა რთული და ხანგრძლივი პროცესია,რაც თანამედროვე ადამიანს აღარ აინტერესებს ის უფრო უსწრაფეს საშუალებას ეძებს და ამიტომ დიდად ვერ ხედავს ამ საპნის გამოყენების საჭიროებას.სწორედ ეს დამოკიდებულება უქმნის საფრთხეს ტრადიციის დაკარგვის.ის შესაძლოა მხოლოდ წერილობითი სახით შემორჩეს კაცობრიობას და არა როგორც ცოცხალ ყოფაში გამოყენებად საგნად.
საპნის დამზადების ტექნოლოგია,რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ.ფარშია შენარჩუნებული ძალინ დიდი კულტურული ღირებულება გააჩნია,ასევე  ის მიეკუთვნება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას და დადებით გავლენას ახდენს, როგორც ადამინის ჯანმრთელობაზე,ასევე გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით ზიანის მიყენება მინიმალურია. 
ავტ: დათო რეზესიძე


No comments:

Post a Comment