ტრენინგები.სემინარები


კრიტიკული აზროვნების გზით შეიმეცნონ გარემოს დაცვის მნიშვნელობა.
შემოქმედებითი აზროვნებით პრობლემის ანალიზი და მისი მოგვარების გზების ძიება.
1)აქტივობის ფარგლებში,მონაწილეებმა თავი შეადარეს ბუნების მოვლენას,სტიქიას.გაუზიარეს ერთმანეთს შტაბეჭდილებები და ემოციები.
2) აქტივობა-სავარჯიშო "ნიადაგი".შედგა ჯგუფური მუშაობა,მოაწყვეს რეპრეზენტაციები თემაზე:
"ნიადაგი და მისი სტრუქტურა."
"ნიადაგის ფუნქციები"
"ნიადაგის ფაზები და დაბინძურება"
მონაწილეებმა დაამზადეს პოსტერები და გამართეს დისკუსია ნიადაგის დაბინძურების მავნე ზემოქმედებაზე.
ტრენინგის მომდევნო ეტაპზე,მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია გარემოს დაბინძურების შესახებ,შემდეგ თითოეულ ჯგუფს უნდა წარმოედგინა თეატრალური წარმოდგენა გარემოს დაბინძურების მავნე ზეგავლენაზე.
ტრენინგის ბოლო ნაწილში,მოსწავლეებმა ინდივიდუალურად წარმოადგინეს მხატვრული ნამუშევრები,თემაზე" ვლაპარაკობთ დედამიწის სახელით"
მოსწავლეთა შედეგების შესაფასებლად გამოყენებულ იქნა ონლაინ ტესტირება kahoot.com. პროგრამის დახმარებით.
დღე ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდა,მიუხედავად დასვენებისა და უამინდობისა,მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ ღონისძიებაში და აღფრთოვანებული იყვნენ ტრენინგის შედეგებით.#cenn_greenwatch
Green space-(ი)ს ფოტო.


Green space-(ი)ს ფოტო.

No comments:

Post a Comment