თავისუფალი გაკვეთილები"აღმოაჩინე საქართველო"





                                  მესტიის მუნიციპალიტეტის,ფარის საჯარო სკოლაში, ჩატარდა გაკვეთილი თემაზე“ ადგილობრივი ეკოტურისტული სერვისების იდენთიფიცირება და შეფასება“
გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა,  ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების კატეგორიები და შეფასების კრიტერიუმები;  დაასახელონ რა ტიპის ტურისტული მომსახურებები არსებობს და დაასაბუთონ რის მიხედვით უნდა შეფასდეს თითოეული მათგანი.

გაკვეთილის დასაწყისში, მოსწავლეებმა განსაზღვრეს რა ტიპის ეკოტურისტული მომსახურება არსებობს,მოსწავლეთა პასუხები დაფიქსირებულ იქნა დაფაზე.შემდეგ მოსწავლეები დაიყვნენ სამ ჯგუფად,მასწავლებემა მათ მისცა დავალება, თავი წარმოედგინათეკოტურისტული მომსახურების განვითარების საკონსულტაციო ჯგუფის წევრებად, რომლებიც ამზადებენ გამოფენა ფორუმს, რომელიც დაეხმარება ამ საქმიანონით დაკავებულ ადამიანებს სერვისის გაუმჯობესებაში ან ტურისტულ სააგენტოებად და თავიანთი პროდუქცია შესთავზონ მომხმარებელს. მოსწავლეებს დაურიგდათ მათთვის განკუთვნილი საკითხავი მასალა და  მიეცათ დავალება  შეესწავლათ მათი სოფლის ტურისტული პოტენციალი, რესურსები და შეექმნათ პოსტერები აღნიშნულ თემაზე.
პირველ ჯგუფმა, მიმოიხილა სოფელში არსებული  ტრადიციული რეწვის შესაძლებლობა და მისი შეთავაზების ფორმები,როგორ შეუძლია აქციოს  ოჯახს   ტრადიციული რეწვა ბიზნეს შემოსავლად.
მეორე ჯგუფმა, იმსჯელა საოჯახო სასტუმროების შესახებ, რა ტიპის საოჯახო სასტუმროები არის სოფელში და რა ტიპის მომსახურების შეთავაზება შეუძიათ მათ, შეიმუშავეს რეკომენდაციები მათთვის.
მესამე ჯგუფმა იმსჯელა, გამყოლ-გიდის უნარებზე, რა ტიპის ინფორმაციას და მომზადების დონეს უნდა ფლობდეს ის.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს საკუტარი ნამუშევრები და გამართეს დისკუსია თემაზე, თუ რამდენად რეალურია მათ სოფელშ ტურიზმის განვითარება,რა ფაქტორები უწყობს ხელს და რა არის ხელის შემშლელი პირობები.
აღმოჩნდა რომ სოფელს აქვს პოტენციალი განვითარდეს ეკო ტურიზმი, აგრო ტურიზმი,ეთნო და პილიგრიმული ტურიზმი. ოჯახების უმეტესობა მზადაა მიიღს ვიზიტორი და ასევე ახალგაზრდები ფლობენ გიდისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს,თუმცა ხელის შემშლელი ფაქტორია, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და დაბალი რეკლამირება და ინფორმაციულობა სოფლის შესახებ.












                                   უსაფრთხოება  ეკოურიზმში
ფარის საჯარო სკოლაში,მორიგი თავისუფალი  გაკვეთილი  ჩატარდა თემაზე“საველე გასვლა“

გაკვეთილის მიზანია მოსწავლეები გაეცნონ ლაშქრობის დროს უსაფრთხოების საკითხებს.
 გაკვეთილის ფარგლებში,მოსწავლეებს შეთავაზებული ქონდათ აქტივობა განესაზღვრათ ის წესები,რაც მოლაშქრეებმა უნდა დაიცვან მოგზაურობის დროს.
მონაწილეები დაიყვნენ სამ ჯგუფად,  პირველ ჯგუფს უნდა ემუშავა იმ უსაფრთხოების წესებზე,რაც უნდა გაითვალისწინოს მოგზაურმა, მეორე ჯგუფს უნდა ემსჯელა იმ უსაფრთხოების წესებზე, რაც მოგზაურმა უნდა დაიცვას გარემოს მიმართ და მესამე ჯგუფს უნდა განესაზღვრა რა ნივთები უნდა წაიღოს თან მოლაშქრემ.
მონაწილეებს დაურიგდათ წინასწარ მომზადებული ცხრილი, სადაც ფლიფ ჩარტი დაყოფილი იყო ორ სვეტად, პირველ სვეტში „ ჩემი მოსაზრება“ ,მეორე სვეტში“ ექსპერტთა რეკომენდაციები“
პირველი სვეტი მოსწავლეებმა შეავსეს საკუტარი შეხედულებისამერ და თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში მიღებული ცოდნის შესაბამისად,ხოლო შემდეგ ჯგუფებს დაურიგდათ ინფორმაცია   უსაფრთხხო ეკოტურიზმის შესახებ, მოსწავლეები გაეცნენ აღნიშნულ ინფორმაციას და შეავსეს ცხრილის მეორე სვეტი“ ექსპერტთა რეკომენდაცია“.
სავარჯიშოს დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა შეადარეს თავიანთი მოსაზრება  უსაფრთხო ლაშქრობის გზამკვლევში       მოცემულ ინფორმაციას და გააკეთეს დასკვნები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მოსაზრებების უმეტესობა ზუსტად დაემთხვა გზამკვლევშ მოცემულ ინფორმაცია,რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს  იმაზე, რომ მოსწავლეებმა შეძლეს თავისუფალი გაკვეთილებით განსაზღვრულ მიზნების მიღწევა.

გაკვეთილი, ზამთრის კლიმატური პირობების გამო,მცირე მოდიფიკაციით ჩატარდა, მოსწავლეები თეორიულად გაეცნენ საველე პირობებშ ლაშქრობის უსაფრხოებას,რასაც მომავალში გაითვალისწინებენ პრაქტიკაში.







.ფარის საჯარო სკოლაში,ჩტარდა თავისუფალი გაკვეთილი თემაზე:“საფეხმვლო მარშრუტების მარკირების სტანდარტი“
გაკვეთილის ფარგლებში,მოსწავლები გაეცნენ მარკირების სტანდარტს,წარდგენილ იყო სპეციალურად მომზადებული საპრეზენტაციო  მასალა, რამაც მოსწავლეებს გაუადვილა ინფორმაციის აღქმა, მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, გაკვეთილი გაგრძელდა საველე პირობებში.
მოსწავლეები გაეცნენ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარში არსებულ მარკირებულ საფეხმავლო მარშრუტს.რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის,საქართველოს სპელეოლოგთა კავშირისა და მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის მიერ მომზადდა.

ადგილზე მოხდა გაცნობა საინფორმაციო დაფებზე არსებული მარშრუტების შესახებ, გარჩეულ იქნა მარკირების ფორმები და ფერი.

მონაწილეების მიერ დადგინდა,რომ სოფელ ფარში გადის გამჭოლი მარშრუტი,ის კვეთს სამ

სოფელს,ღეშდერს, კიჩხულდასსა და გადადის მთით სოფელ ნაკრაში, მარშრუტი ხასიათდება

 მარტივი ფორმით, არ არის აუცილებელი სპეციალური მზადება.

მოსწავლეებმა დაადგინეს,რომ მარკირებისთვის გამოყენებულია ყვითელი ფერი,რაც მარტივ

მარშრუტზე მიუთითებს,მათ შორის მანძილი 150 მეტრია და აღნიშვნები გაკეთებულია ელ.ბოძებზე

, გამოსაჩენ ადგილებზე,კედელი და ქვაყრილებზე.საინფორმაციო დაფა დგას სოფლის ცენტრსა და

 სოფლის გადასახვევთან, ასევე  მანიშნებლები დგას გზაჯვარედინებზე.

გაკვეთილი საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა,საკლასო ოთახიდან საველე პირობებში

 გადასვლამ ინტერესი გამოიწვია მონაწილეებში.











ესტიის მუნიციპალიტეტის,ფარის საჯარო სკოლის ეკო-კლუბში,თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა თემაზე“ ადგილობრივი ეკოტურისტული სერვისების იდენტიფიცირება და შეფასება.
გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა  გაიგეს, ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების კატეგორიები და შეფასების კრიტერიუმები; შეძლებენ დაასახელონ რა ტიპის ტურისტული მომსახურებები არსებობს და დაასაბუთონ რის მიხედვით უნდა შეფასდეს თითოეული მათგანი.
მოსწავლეები დაიყვნენ,მცირე,სამკაციან ჯგუფებად, თითოეულ მათგანს შეთავაზებული ქონდათ აქტივობა, მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს თავი წარმოიდგინონ ეკოტურისტული მომსახურების განვითარების საკონსულტაციო ჯგუფის წევრებად, რომლებიც ამზადებენ გამოფენა ფორუმს, რომელიც დაეხმარება ამ საქმიანონით დაკავებულ ადამიანებს სერვისის გაუმჯობესებაში.
 მოსწავლეთა ინტერესების  გათვალისწინებით, შეირჩა სამი მიმართულება, ტრადიციული რეწვა და აგროტურიზმი, საოჯახო სასტუმროები და ადგილობრივი გამყოლი.
მოსწავლეები გაეცნენ დამატებით მასალას  ჯგუფებში, შემდეგ მოამზადეს პოსტერები და წარადგინეს კლასის წინაშე.
 გაკვეთილის ფარგლებში,მოსწავლეები გაეცვნენ სველე პირობებში კველევის ჩატარების მეთოდებს,შეარჩიეს   საკვლევ თემად ტრადიციული რეწვის ოსტატები და კვების ობიექტები.
გაკვეთილის დასასრულს, მასწავლებელმა მიაწოდა მათ პრეზენტაცია და მოსწავლეებმა შეადარეს მათი მოსაზრებები პრეზენტაციაში მოცემულ ინფორმაციას და გააკეთეს დასკვნები.






                





















 მესტიის მუნიციპალიტეტის ,ფარის საჯარო 

სკოლაში,მორიგი თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა თემაზე:“ეკოტურისტული პოტენციალის შეფასება“. გაკვეთილის დასაწყისში,მოსწავლეებმა ისაუბრეს ტურებზე,რომელებიც ჩვენს ქვეყანაშია განვითარებული. მეორე აქტივობის ფარგლებში, მონაწილეები დაიყვნენ ჯგუფებად,თითოეულ ჯგუფს დაურიგდა ბარათები,სადაც განტავსებული იყო ტურის სახეობა,თითოეულ ჯგუფს უნდა ემსჯელა რა გარემოებებია გასათვალისწინებელი ამა თუ იმ ტურს შერულებისთვის. თითოეულ ჯგუფმა წარმოადგინა პრეზენტაცია,სადაც ამომწურავად მსჯელობდა თუ რა არის საჭირო ამა თუ იმ ტურის შესასრულებლად. დასკვნით ნაწილში მოხდა შეჯამება, სპეციალურად მომზადებული პრეზენტაციის დახმარებით,მოსწავლეებს ქონდათ საშუალება გაეანალიზებინათ მათი პასუხების სისწორე და ცვლილებები შეეტანათ მათ ნამუშევრებში. თავისუფალი გაკვათილი იმდენად საინტერესოდ წარიმართა ,რომ ჯგუფში გაჩნდა იდეა შეეფასებინათ საკუთარი სოფლის ტურისტული პოტენციალი. გაკვეთილის ამ ნაწილს ეწოდა“ ჩემი სოფლის ტურისტული პოტენციალი“. ერთმა ჯგუფმა იმუშავა“ჩემი სოფლის კულტურული მემკვიდრეობა“,მეორე ჯგუფმა“ ჩემი სოფლის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა“ და მესამე ჯგუფმა „ეკოტურისტული მარშრუტები“. თითოეულ გუნდმა, წარმოადგინა სოფლის ტურისტული პოტენციალი,ძეგლების ნუსხა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისთვის დამახასიატებელი არტეფაქტები და ტურისტებისთვის აქმდე უცნობი მარშრუტები. გაკვეთილზე დაწყებული მსჯელობამ,საფუძველი ჩაუყარა საპროექტო იდეას, „ჩემი სოფლის ტურისტული პოტენციალი“,რაზეც მომდევნო ეტაპზე დაიწყებს კლუბი მუშაობას.




 ტყის რეკრეაციული მარშრუტის რუკა,როგორც ეკოტურიზმის  განვითარებისა და სერვისების მიწოდების ინსტრუმენტი"  # 3


ფარის საჯარო სკოლაში,მორიგი თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა თემაზე" ტყის რეკრეაციული მარშრუტების რუკა,როგორც ეკოტურიზმის განვითარებისა და სერვისების მიწოდების ინსტრუმენტი".გაკვეთილზე მოსწავლეები გაეცნენ ტყის რეკრეაციული მარშრუტების რუკის გამოყენების წესს. მოსწავლეებს შეთავაზებულ ექნათ სავარჯიშო,გაიხსენონ მათ რეგიონში არსებული კულტურული და ბუნებრივი ობიექტები.შემდეგ დაიყვნენ წყვილებად და თითოეულმა წყვილი შეეცადა მათ მიერ დასახელებული ობიექტის პოვნა.დასასრულს ის ობიექტები,რომელიც არ არის აღნიშნული რუკაზე,მიეწოდათ ინსტრუქცია,როგორ დაამატონ ესა თუ ის ობიექტი. პირველ ეტაპზე,მოსწავლეებმა დაამატეს სოფ.ფარში არსებული ტურისტული ცენტრი"svantravel". ტყის რეკრეაციული მარშრუტების რუკის გამოყენებით,მოსწავლეებმა შეადგინეს მომავალი საექსკურსიო მარშრუტი,შეარჩიეს მოსანახულებელი ობიექტები.





                              "რუკების და სანავიგაციო  სისტემების როლი ეკო და სატყეოა ტურიზმში"#2

მესტიის მუნიცპალიტეტის,ფარის საჯარო სკოლაში,გრძელდება თავისუფალი გაკვეთილების სერია. გაკვეთილის თემა იყო:" რუკების და სანავიგაციო სისტემების როლი ეკო და სატყეო ტურიზმში".მოსწავლეები გაეცნენ ტოპოგრაფიული რუკის გამოყენებას,მათ შეთავაზებული ქონდათ რუკა,სადაც გამოსახული იყო ორი რეგიონი,მათ უნდა განესაზღვრათ რომელი რეგიონი იყო გამოსახული და რომელი დიდი მდინარე იყო მოცემული რუკაზე. ბავშვებმა იმუშავეს ჯგუფებში,წარმოადგინეს ნამუშევრები ,იმსჯელეს რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება,პარალელურად გაეცნენ გუგლის დედამიწის პროგრამის გამოყენებას,შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშო ,გუგლის დედამიწაზე შეძლეს პირობითად მარშრუტის განსაზღვრა.ეკო კლუბის წევრებს მიეცათ წასაკიტხად,ნიკო კეცხოვრელის წიგნი"მორბის არაგვი არაგვიანი",რის მიხედვიტაც უნდა შეარჩიონ მარშრუტი და შემდეგ გამოსახონ გუგლის დედამიწაზე. ეკო კლუბი სწორედ ამ შემუშავებული მარშრუტის მიხედვით გაივლის გზას ნიკო კეცხოველის კვალდაკვალ.






                                           ეკოტურიზმი.#1

26 სექტემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის,ფარის საჯარო სკოლაში,პირველი თავისუფალი გაკვეთილი ჩატარდა,მიმართულება,“აღმოაჩინე საქართველო“,თემა -ეკოტურიზმი. გაკვეთილის მიზნის წარმოადგენდა, მოსწავლეებს გაეცნობიერებინათ, როგორ შეიძლება დასვენება და გართობა ბუნებასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან იყოს კავშირში; შესძლებოდათ ეკოტურიზმის განმარტება; განესაზღვრათ ტურისტული საქმიანობების შედეგები. მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში. კითხვაზე,რა იციან მათ ეკო ტურიზმის შესახებ,მოსწავლეების პასუხები იყო საინტერესო და სათანადო. მოსწავლეებში ინტერესის გაღვივების მიზნით,ჩტარდა სახალისო აქტივობა,“მე რომ მოგზაური ვიყო“, კითხვაზე,სად ვიმოგზაურებდი და რას მოვინახულებდი, მოსწავლეებმა საინტერესოდ აღწერეს მათი მოგზაურობის ინტერესი.შემდეგ მოხდა მათი მცირე ჯგუფებში გადანაწილება, თითოეულ მათგანს დაურიგდა სიტუაციური ამოცანები,მათ უნდა დაეხარისხებინათ რომელი მათგანი იყო ეკოლოგიურად უსაფრთხო,მოსახელობისთვის სარგებლის მომტანი ან არც ერთი,თითოეულმა ჯგუფმა მოაწყო პრეზენტაცია,ჯგუფის მიერ დაშვებულ შეცდომა კლასის სამსჯელო საგნად იქცეოდა და სწორ დასკვნამდე კონსესუსის საფუძველზე თანხმდებოდნენ. დასკვნით ნაწილში,მოსწავლეები გაეცნენ,ექსპერტების მიერ მომზადებულ პრეზენტაციას POWER POINT-ის ფორმატში და ძალიან სასიხარულო აღმოჩნდა,როცა მათი მოსაზრებები, რომელიც გაკვეთილის დასაწყისში გამოთქვეს ეკო ტურიზმთან დაკავშირებით,ნაწილობრივ დაემთხვა. დასასრულს, მოსწავლეებმა შეავსეს შეფასების ბარათები,სადაც ისინი აღწერდნენ,რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო.


No comments:

Post a Comment