ნიკო კეცხოველი 2018.აქტივობები

                             




წყლის ეფექტური მოხმარება
მესტიის მუნიციპალიტეტის, ფარის საჯარო სკოლის  ეკო კლუბმა, მოაწყო შეხვედრა თემაზე,“წყლის ეფექტური მომხმარება“.
შეხვედრის მიზანი იყო, აემაღლებინათ ცნობიერება წყლის ეფექტურად ხარჯვისა და მოხმარების შესახებ.
მოსწავლეებს,წინასწარ დავალებული ქონდათ,მოემზადებინათ პრეზენტაცია თემაზე“წყალი დედამიწაზე“,თემა მოიცავდა ისეთ საკითხებს,როგორიცაა დედამიწაზე წყლის რაოდენობა, სასმელი წყლის ნაკლებობა დედამიწაზე, სასმელი წყლის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებები და პრობლემები.წყლის დამაბინძურებელი ფაქტორები.
მეორე  აქტივობა დაეთმო გუნდურ მუშაობას,მოსწავლეები დაიყვნენ ორ ჯგუფად, ერთ ჯგუფს მიეცა დავალებად, ემსჯელათ  ადგილობრივ პრობლემებზე, ყურადღება გაემახვილებინათ თუ რამდენად ეფექტურად იყენებს მოსახლეობა სასმელ წყალს.
მეორე ჯგუფს უნდა ეფიქრათ პრობლემის გადაჭრის გზებზე.
თითოეულმა გუნდმა წარმოადგინა საკუთარი ნამუშევრები.
თითოეულმა გუნდმა საინტერესო ნამუშევრები წარმოადგინა,მათ შეძლეს,რომ სწორად განესაზღვრათ თემში არსებული პრობლემები, მოსახლეობის დამოკიდებულება  წყლის მოხმარებასთან დაკავშირებით.
გამოიკვეთა,რომ თემში,მოუწესრიგებელია  სასმელი წყლის მილები, არსებულ წყლის რეზერვუარები არ პასუხობენ თანამედროვე გამოწვევებს, მათ არ გააჩნია ფილტრები,რაც წყლის დაბინძურების საშიშროებას ზრდის. ასევე, მოსახლეობას მოუწესრიგებელი აქვს ონკანები,რაც ზრდის წყლის  დანახარჯს.მოსახლეობაში დაბალია ცნობიერება წყლის ეფექტურად მოხმარების შესახებ.
მეორე გუნდმა,წარმოადგინა პრობლემების მოგვარების გზები,პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წყლის ეფექტურად მოხმარების შესახებ, დაიგეგმოს კამპანია და მოსახლეობამ მოაწესრიგოს ონკანები, წყლის მილები,რათა თავიდან არიდებულ იქნას წყლის არაეფექტური ხარჯვა.ასევე შემუშავდეს სტრატეგია წყლის რეზერვუარების დასუფთავების შესახებ,რათა უზრუნველყოფილი იყოს   უსაფრთხო სასმელი წყლის მოხმარება.
დასკვნით ნაწილში, მოსწავლეებს უნდა ჩამოეყალიბებინათ  საკუთარი დამოკიდებულება შეხვედრაზე მიღებული ცოდნის შესახებ და რას გააკეთებენ ისინი პირველ რიგში, მათ იმსჯელეს იმაზე,რომ თავადაც არაეფექტურად იყენებდნენ წყლას, მაგალითად,როცა ხელებს იბანენ,საპნის წასმის პროცესშიც ონკანი მოშვებულია, მათ შეძლეს საკუთარი ქცევის გაანალიზება და  მიიღეს გადაწყვეტილება რომ მსგავს ქცევას გააკონტროლებდნენ და პირველ ნაბიჯებს, სწორედ საკუთარი ქცევის გაკონტროლებით დაიწყებენ.

აქტივობა,შეესაბამება, მდგრადი განვითარების 6 მიზანს.
                                                 
                                


                         სემიანრი თემაზე:     მდგრადი განვითარების მიზნები                                                   

 მესტიის მუნიციპალიტეტის,ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბში გაიმართა სემინარი თემაზე,გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები.
შეხვედრის ფარგლებში, ეკო კლუბის წევრები გაეცნენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს.
შეხვედრაზე  დეტალურად განხილულ იქნა  17 -ვე მიზანი  და გაიმართა დისკუსია თემაზე საქართველოს განვითარება მდგრადი განვითარების მიზნების ჭრილში.
მდგრადი განვითარების მიზნების გააზრების მიზნით, სტუდენტების მიერ განხორციელდა პრაქტიკული სავარჯიშო.
მდგრადი განვითარების მიზნების გასაცნობად,გამოყენებულ იქნა ჯიგსოუს ტექნიკა,რომლის თანახმადაც,მოსწავლეები დაიყვნენ სამ ჯგუფად, თითოეული ჯგუფიდან შედგა ეექსპერტთა ჯგუფი და მათ განიხილეს ბარათები,მდგრადი განვითარების მიზნებისა და მისი კონცემფციის შესახებ, შემდეგ თითოეული წევრი დაუბრუნდა თავის ჯგუფს და გააცნეს ერთმანეთს მათ ხელთ არსებული ინფორმაცია.( წყარო http://mastsavlebeli.ge/?p=1242)
მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობის შემდეგ,თითოეულმა ჯგუფმა იმუშავა საქართველოსთვის აქტუალურ თემებზე მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე და შექმნეს მომავლის ქალქისა და მწვანე ქალაქის კონცეფცია,სადაც  პრიორიტეტების მიხედვით ჩამოაყალიებს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები.
სტუდენტების ნამუშევრებში,პირველ ადგილს იკავებს სოციალური პრობლემების მოგვარება ანუ მდგრადი განვითარების 1 და 2 მიზნის დაძლევა,ეკონომიკის გაძლიერების მეშვეობით,განათლების ხელმისაწვდომობა და რესურსების რაციონალური გამოყენება.
შეხვედრის დასასრულს,მათ შეთავაზებული ქონდათ აქტივობა, დაეწერათ ბარათებზე თუ როგორ ქალაქს ისურვებდნენ 5, 10 და 15 წლის შემდეგ.
სემინარი ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა მონაწილეთათვის,ისინი აღნიშნავდნენ,რომ მათ დეტალურად და სიღრმისულად გაიაზრეს მდგრადი განვითარების მიზნების პოლიტიკის მნიშვნელობა და ის თუ როგორ მიისწრაფის მსოფლიო უკეთესი მომავლის შექმნისათვის ადამინთა კეთილდღეობისათვის.









                                                 მწვანე კუთხე

მიუხედავად ზამთრის არდადეგებისა, ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბი აგრძელებს საქმინობას.
ეკო კლუბის წევრები დაინტერესდნენ თუ რა სახის გარემოსდაცვითი ლიტერატურა არის ხელმისაწვდომი დაინტერესებული პირებისთვის სკოლის ბიბლიოთეკაში.
ამ მიზნით  ბიბლიოთეკის წიგნად ფონდში,მათ მიერ მოძიებულ იქნა გარემოსდაცვითი ლიტერატრა, მონაწილეებმა გადაწყვიტეს მოეწყოთ მწვანე კუთხე,სადაც მსურველები    ადვილად მიიღებდნენ მათთვის სასურველ ინფორმაციას.
მონაწილეები ორ გუნდად დაიყვნენ,ერთმა ჯგუფმა მოაწყო მწვანე კუთხე, შეადგინა ილუსტირებული კატალოგი,სადაც მითითებულ იქნა  წიგნის დასახელება და საკვანძო ინფორმაცია წიგნისშინაარსის  შესახებ.
მეორე ჯგუფის მიერ მომზადდა პოსტერი დევიზით“ იკითხეთ მწვანე წიგნები,გონიერები იქნებით“


 ეკო-კლუბის  წევრების მიერ  გაიმართა დსკუსია თემაზე,თუ რატომ არის მნიშვნელოვანი გარემოს დაცვითი ლიტერატურის გაცნობა,მათი თქმით ეს უფრო ეხმარება მოზარდს გაეცნოს სამყაროს და შეიმეცნონს ბუნების თავისებურებას.






                                    "შინაური ცხოველები,ჩვენი მეგობრები"


ფარის საჯარო სკოლის,ეკო კლუბის მიერ ორგანიზებული იყო კინო ჩვენება, რომელიც უკავშირდება მწვავე პრობლემას,შინაური ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობას.
ფილმის ჩვენებამდე, ეკო კლუბის წევრმა,ანა ჩხვიმიანმა,წარადგინა საკუთარი საავტორო სტატია, სადაც ის მჯელობს იმ სისატიკეზე,რასაც ქვეყანაში აქვს ადგილი.

„საუბრები სამყაროს მშვენიერებაზე, უფლის შემოქმედებაზე,მასში ადამინის როლის შესახებ დაუსრულებლად შეიძლება.
უფალმა,სამყაროს გასალამაზებლად ადამინაზე უწინარეს, ცხოველთა სამყარო შექმნა და შემდეგ ადამინი,რომ ამ უნიკალური სამყაროსთვის ეზრუნა და მოეარა.
როგორ იქცევა ადამინია  დღეს?- პასუხი სავალალოა,ადამინის სისასტიკე   ცხოველებისა  თუ გარემოს მიმართ ყოველგვარ ზღვარს გადაბიჯებულია.
ალბათ ყველას გინახავთ,რაოდენ სიამოვნებით უყურებს აღტკინებული ბრბო ძაღლების ორთაბრძოლას,რა სიამაყე ეუფლება გამარჯვებული ძაღლის პატრონს და როგორ უმოწყალოდ სჯის დამარცხებულ ძაღლს პატრონი.
ეს კიდევ არაფერია იმ სისასტიკესთან,რასაც შინაური ცხოველების  სასიკვდილოდ გამეტება ქვია.
განსაკუთრებით მატულობს აგრესია და სისასტიკე ძაღლების მიმართ, მისთვის არასასურველ ძაღლს ,პატრონი სასიკვდილოდ იმეტებს,მხოლოდ იმიტომ რომ მან საუბარი არ იცის,ადამიანი მას უსულო არსებად მიიჩნევს და მასზე უმწეოს  კლავს,ასეთ ადამიანს არ შეუძლია გაიგოს თუ რაოდენ დიდი სიყვარული შეუძლია ძაღლს,მას მხოლოდ უნდა მოუსმინო და ის თავის ერთგულებას ათასჯერ დაგიმტკიცებს.
ძალიან სამწუხაროა,რომ ჩვენს ქვეყანაში,თითქმის არ არსებობს ცხოველთა თავშესაფარი,სადაც პატრონისგან  განწირულ ცხოველს შეიფარებენ.
მნიშვნელოვანია საქართველოში და ყველა რეგიონში, იყოს სათანადო ცხოველთა თავშესაფრები,სადაც პატრონიგან უარყოფილ ცხოველებს მოუვლიან.
მნიშვნელოვანია შეიცვალოს საზოგადოების ცნობიერება,მათ კარგად  უნდა იცოდნენ ცხოველთა უფლებები,შინაური ცხოველები დაფასებული და სიყვარულით მიღებული იყვნენ პატრონის მიერ
 მიუხედავად, პრობლემისა,ასობით უპატრონო ძაღლი თუ კატა დაწანწალებს მესტიის რაიონში,პატრონისგან უარყოფილ ლეკვებსა თუ კნუტებს უწევთ თვითგადარჩენისათვის ბრძოლა,მესტიის მუნიციპალიტეტში,სადაც უზარმაზარი ტერიტორიებია და სადაც შეიძლება აიგოს თავშესაფრები,ისე რომ არ შეაწუხებს მათი ხამური მოსახლეობას, აშენდეს თანამედროვე სტანდარტების თავშესაფარი ძაღლებისა და კატებისათვის,ეს დაიცავს როგორც ცხოველთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას,ასევე ადამიანსაც იხსნის უამრავი გადამდბი დაავადებისა და ცოფის საშიშროებისაგან.
დასასრულს, გავიხსენოთ  ვაჟა-ფშაველას,შვლის ნუკრის სიტყვები,"რას გვერჩი ადამინო,რა დაგიშავეთ?"- მართლაც, რა დააშავეს ცხოველებმა,ისინი ხომ უფალმა ადამინებს  ჩააბარა მოსავლელად.“
ფილმის ჩვენების  შემდეგ, გაიმართა დისკუსია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვლეთა უფლებების დაცვა, ვინ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი შინაურ ცხოველებისადმი სასტიკად მოპყრობის  შემთხვევაში,რა სამართლებლივი მექანიზმი არსებობს სახელმწიფოში და ზოგადად,როგორია სახელმწიფო პოლიტიკა ამ საკითხის მიმართ,აღმოჩნდა რომ მოსწავლეებს კითხვები ბევრი აქვს, თუმცა პასუხები მცირე.მოსწავლეებმა გაიხსენეს,მათი საყვარელი ცხოველები, გამოხატეს დამოკიდებულებები ამ ცხოველებისადმი და იაუბრეს გრძნობებსა და განცდებზე,როცა ისინი დაკარგეს.
მსგავსი მიდგომა ხელს უწყობს,მდგრადი განვიტარების მიზნების მიღწევას,კერძოდ დედამიწის ეკოსისტემების დაცვა.









ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბმა, ბზის გადარჩენის კამპანიის ფარგლებში, სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობაში ბზის მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ბზის გადარჩენის ეროვნული პოლიტიკის გაცნობა, სოფელში არსებული ბზის კორომის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მონაწილეებმა,დამსწრე საზოგადოებას გააცნეს, ის აქტივობები,რომლებიც მათ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში განახორციელეს ბზის გადარჩენისათვის. უფროსი ასაკის ადამიანებმა გაიხსენეს,რომ მათ ახალგაზრდობაში არ ახსოვთ,რომ ამ ადგილას ბზა ყოფილიყო,ან მათთვის ეს ადგილი შეუმჩნეველი იყო,გაიხსენეს, ისტორია,რომელიც ამ ტერიტორიას უკავშირდება,დაახლოებით მე-9 საუკუნეში,ან უფრო ადრე,აქ დიდი ,მოქმედი ტაძარი ყოფილა,სადაც ორასამდე სასულიერო პირი მოღვაწეობდა,მტრის შემოსევებმა ეს ტაძარი მიწასთან გასწორა და მას შემდეგ ეს ადგილი მხოლოდ ხალხის მეხსიერებაში დარჩა,ხოლო მისი აღდგენა არავის უცდია,ამ ამდგილს მხოლოდ მონადირეები სტუმრობენ და მადლობას სწირავენ წმ.გიორგის. შეხვედრას ესწრებოდა,ფარის თემის რწმუნებულის თანაშემწე,რომელმაც ეკო კლუბის წევრებს თანადგომა აღუთქვა ბზის გადარჩენის კამპანიის წარმოებისას. პროექტით“ასწავლე საქართველოსთვის“,მოწვეულმა პედაგოგმა,ქალბატონმა გულო მეშველიანმა, ისაუბრა ლეჩხუმში ბზის კორომების სავლალო მდგომარეობაზე. შეხვედრა საინტერესო კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბმა, ბზის გადარჩენის კამპანიის ფარგლებში, სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობაში ბზის მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ბზის გადარჩენის ეროვნული პოლიტიკის გაცნობა, სოფელში არსებული ბზის კორომის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მონაწილეებმა,დამსწრე საზოგადოებას გააცნეს, ის აქტივობები,რომლებიც მათ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში განახორციელეს ბზის გადარჩენისათვის. უფროსი ასაკის ადამიანებმა გაიხსენეს,რომ მათ ახალგაზრდობაში არ ახსოვთ,რომ ამ ადგილას ბზა ყოფილიყო,ან მათთვის ეს ადგილი შეუმჩნეველი იყო,გაიხსენეს, ისტორია,რომელიც ამ ტერიტორიას უკავშირდება,დაახლოებით მე-9 საუკუნეში,ან უფრო ადრე,აქ დიდი ,მოქმედი ტაძარი ყოფილა,სადაც ორასამდე სასულიერო პირი მოღვაწეობდა,მტრის შემოსევებმა ეს ტაძარი მიწასთან გასწორა და მას შემდეგ ეს ადგილი მხოლოდ ხალხის მეხსიერებაში დარჩა,ხოლო მისი აღდგენა არავის უცდია,ამ ამდგილს მხოლოდ მონადირეები სტუმრობენ და მადლობას სწირავენ წმ.გიორგის. შეხვედრას ესწრებოდა,ფარის თემის რწმუნებულის თანაშემწე,რომელმაც ეკო კლუბის წევრებს თანადგომა აღუთქვა ბზის გადარჩენის კამპანიის წარმოებისას. პროექტით“ასწავლე საქართველოსთვის“,მოწვეულმა პედაგოგმა,ქალბატონმა გულო მეშველიანმა, ისაუბრა ლეჩხუმში ბზის კორომების სავლალო მდგომარეობაზე. შეხვედრა საინტერესო კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბმა, ბზის გადარჩენის კამპანიის ფარგლებში, სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მიზანი იყო მოსახლეობაში ბზის მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ბზის გადარჩენის ეროვნული პოლიტიკის გაცნობა, სოფელში არსებული ბზის კორომის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მონაწილეებმა,დამსწრე საზოგადოებას გააცნეს, ის აქტივობები,რომლებიც მათ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში განახორციელეს ბზის გადარჩენისათვის. უფროსი ასაკის ადამიანებმა გაიხსენეს,რომ მათ ახალგაზრდობაში არ ახსოვთ,რომ ამ ადგილას ბზა ყოფილიყო,ან მათთვის ეს ადგილი შეუმჩნეველი იყო,გაიხსენეს, ისტორია,რომელიც ამ ტერიტორიას უკავშირდება,დაახლოებით მე-9 საუკუნეში,ან უფრო ადრე,აქ დიდი ,მოქმედი ტაძარი ყოფილა,სადაც ორასამდე სასულიერო პირი მოღვაწეობდა,მტრის შემოსევებმა ეს ტაძარი მიწასთან გასწორა და მას შემდეგ ეს ადგილი მხოლოდ ხალხის მეხსიერებაში დარჩა,ხოლო მისი აღდგენა არავის უცდია,ამ ამდგილს მხოლოდ მონადირეები სტუმრობენ და მადლობას სწირავენ წმ.გიორგის. შეხვედრას ესწრებოდა,ფარის თემის რწმუნებულის თანაშემწე,რომელმაც ეკო კლუბის წევრებს თანადგომა აღუთქვა ბზის გადარჩენის კამპანიის წარმოებისას. პროექტით“ასწავლე საქართველოსთვის“,მოწვეულმა პედაგოგმა,ქალბატონმა გულო მეშველიანმა, ისაუბრა ლეჩხუმში ბზის კორომების სავლალო მდგომარეობაზე. შეხვედრა საინტერესო კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა.
https://www.photosnack.com/EkaTsulukidze/treningibza.html





                     კინოჩვენება"ადამიანი,რომელიც ხეებს რგავდა"

მესტიის მუნიციპალიტეტის,ფარის საჯრო სკოლის ეკო კლუბში კინოფილმის"ადამიანი,რომელიც ხეებს რგავდა" ჩვენება გაიმართა. ფილმი საინტერესო და ემოციური აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.ფილმის დასასრულს გაიმართა დისკუსია, ფილმის მთავარი პრობლემების ირგვლივ.მოსწავლეები აღნიშნავდნენ,რომ ადამიანი შეიძლება გახდეს შემოქმედი,ამავ დროილად ის ანადგურებს,როგორ შემოქმედის მიერ შექმნილ სამყაროს,ასევე ადამიანის მიერ შექმნილს და ამითი საფრთხეს უქმნის იმ გარემოს სადაც ის ცხოვრობს. მოსწავლეებმა შექმნეს შთაბეჭდილების დაფა,სადაც მათი შთაბეჭდილებები დააფიქისრეს ფილმის შესახებ.საინტერესო და განსხვავებული იყო მათი შეხედულებები ფილმზე,მათთვის არ დარჩენილა ყურადღების მიღმა არც ერთი ნიუანსი.ისინი თავიანთ შთაბეჭდილებებში წერდნენ,რომ ადამიანი ბედნიერებას საზოგადო საქმეების კეთებაში პოულობს,როცა ადამიანი კეთილი საქმის კეთებით არის დაკავებული,მას დრო აღარ რჩება ბოროტებისთვის,თუ ადამიანი ცხოვრობს ჯანსაღ გარემოში ის დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრობს,როგორც ფილმის მთავარი გმირი ელზეარ ბუფიე.დასასრულს მოსწავლეებმა შეაჯამეს მათი დისკუსია და ჩამოაყალიბეს თვალსაზრისი თუ როგორ შეიძლება მიბაძონ ფილმის მთავარ გმირს,აკეთონ სიკეთე საზოგადოების სასარგებლოდ.






                                 კვლევა თემაზე"აგროტურისტული მეურნეობა"
 აგროტურისტულიმეურნეობის კითხვარი მესტიის მუნიციპალიტიეტის სოფელ ფარში ჩატარდა კვლევა მიმართულებით, აგროტურისტული მეურნეუბის მიმართულებით, გამოიკითხა 20 ადამიანი, აქედან 15 ქალი, 5 მამაკაცი. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის 80% დაკავებულია სოფლის მეურნეობით და ავითარებენ კერძო ტურისტულ ბიზნესს. კითხვაზე: 1.საქმიანობის სფერო/წარმოებული პროდუქცია, 100% პასუხობს, რომ მათი მთავარი საქმიანობა არის მესაქონლეობა და აწარმოებენ რძის პროდუქტებს, 10% მეღორეობას. 2.ფლობთ თუ არა უცხო ენას და რომელს, 90% პასუხობს, რომ რუსულუს და 10% ინგლისურს, ძირითადად ახალგაზრდები. 3.საკუთარი მეურნეობის მართვის რამდენწლიანი გამოცდილება გაქვთ, მოსახლებოის 90% ასახელებს 10 წელი და მეტი. 4.რამდენს შეადგენს წარმოებული პროდუქციის მოცულობა, მოსახლეობის 100% ამბობს, რომ კარტოფილი შეადგენს 1ტ და მეტი. მოსახლეობის 100% ამბობს, რომ ყველი ნახევარი ტონა და მეტი. 5.რამდენი ადამიანი გყავთ დასაქმებული და რა მიმართულებით. მოსახლეობის 100% ამბობს, რომ თავად წარმართავს საკუთარ მეურნეობას. 6.პროდუქციის რეალიზების რა გზებს მიმართავთ. 40% ამბობს, რომ პირდაპირი გზით ახდენს რეალიზებას. 60% ირიბად. 7.ახდენთ თუ არა არსებული ტურისტული ობიექტის მომარაგებას. მოსახლეობის 80% ამბობს, რომ არა. 8.დაასახელეთ მომსახურეობის ტიპი და მათი ღირებულება. მოსახლეობის 40% აცხადებს, რომ ტურისტებს სთავაზობს საოჯახო სასტუმროებს და მისი ფასი შეადგენს 25 დან 30 ლარამდე. 20% აქირავებს ცხენებს, ფასი შეადგენს 50 ლარს ერთი დღე. 5% სთავაზობს გიდის მომსახურებას, ფასი შეადგენს 50 დან 150 ლარს. 9.გქონიათ თუ არა ტურისტებთან ურთიერთობა. 80% აცხადებს, რომ რამდენჯერმე, ხოლო 20% აცხადებს, რომ მუდმივად. 10. რომელ მარკეტინგულ არხებს იყენებთ ობიექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის? მოსახლეობის 80% ამბობს, რომ ფეისბუქს და ვებ-საიტებს, ხოლო 20% არ იყენებს. 11.რა სახის მომსახურების შეთავაზება შეგიძლიათ ტურისტებისთვის? მოსახლეობის 100% ამბობს, რომ პროდუქციის წარმოების პროცესში ჩართვა, წარმოებული პროდუქციის ადგილზე დაგემოვნება, დამატებითი კვებითი მომსახურება, პროდუქციის გაყიდვა. 12.რა პრობლემებს აწყდებით თქვენი საქმიანობის (აგრომეურნეობის მართვის) წარმართვისას? მოსახლეობის 40% ამბობს, რომ არავითარ, ხოლო 60% ამბობს, რომ პროდუქციის რეალიზება. 13.საქმიანობის პროცესში რა ფორმით სარგებლობთ ტყის რესურსებით? მოსახლეობის 100% ამბობს, რომ საშეშე-საყოფაცხოვრებო. 14.დაასახელეთ თქვენს დასახლებულ პუნქტში მის სიახლოვეს მდებარე ტურისტული ღირსშესანიშნაობები, მოსახლეობის 100% ასახელებს- წმ.გიორგის სახელობის ეკლესიას, კაიშის მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიას, რეკრეაციულ ზონებს და ტბებს.




                                    ეკო კლუბის ვიზიტი,რუხის სათბურში.


მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო ეკო კლუბი, რუხში,ბზის დაკალმების სათბურს ესტუმრა.
  ეკო კლუბის წევრები,აქტიურად არიან ჩართული ბზის გადარჩენის კამპანიაში, მათი მიზანია, სოფ.ფარში არსებული ბზის კორომის გადარჩენა და გამრავლება.
ბზის დაკალმების პროცესის გაცნობის მიზნით ,ესტუმრნენ სოფ.რუხში არსებულ ბზის დაკალმების სათბურს,სადაც მათ მეგზურობა გაუწია,ბატონმა რევაზ ჯალაღონიამ.

ბატონმა რევაზმა,დაათვალიერებინა სათბური,გააცნო მათ  ბზის დაკალმების პროცედურა, ასწავლა,თუ როგორ შეარჩიონ ბზის დასაკალმებელი ,ჯანსაღი ტოტი.

ბატონმა რევაზმა, ეკო კლუბის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია  უძველეს დროში ბზის გავრცელების არეალისა  და დღეს არსებულ  სავალალო მდგომარეობის შესახებ.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში გაგრძელდა,მოსწავლეეთა კითხვებს ამომწურავად გაეცა პასუხი,მათ შეისწავლეს თუ როგორ შეარჩიონ ჯანსაღი ტოტი,რა პერიოდია ხელსაყრელი დაკალმებისათვის და როგორ უნდა მოუარონ უკვე დაკალმებულ ბზის ტოტებს.

ეკო კლუბის წევრები,გეგმავენ  აგვისტოს თვეში დააკალმონ ბზა და გაზაფხულზე  მიაწოდონ ყველა მსურველს,ვინც სურვილს გამოთქვამს მონაწილეობა მიიღოს ბზის გადარჩენის კამპანიაში.

ეკო კლუბი მადლობას უხდის,მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს,ბატონ კახა ჟორჟოლიანს მგზავრობის ხარჯის უზრუნველყოფისათვის და ბატონ რევაზ ჯალაღონიას   თანამშრომლობისა და მასპინძლობისათვის.





               





ინფორმაცია გაშუქდა  forestry.ge-ზე:
                                                                            http://forestry.ge/?id=11470




 ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბი, ააიპ მესტიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.




.
ეკო კლუბის წევრებმა,ინფორმაცია მიაწოდეს ააიპ მესტიის დასუფთავების სამსახურს,  სოფელ ფარში არსებული მდგომარეობა სტიქიურ ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით,ასევე კონტეინერები,რომლებიც სოფელში სამი წლის წინ განთავსდა, უკვე მწყობრიდან იყო გამოსული და საჭიროებდა განახლებას.
ამ ინფორმაციის საფუძველზე  ეკო კლუბს ესტუმრა,ააიპ მესტიის  დასუფთავების სამსახურის უფროსი ბატონი მამუკა გირგვლიანი, მოადგილე ვაჟა ჯაფარიძე ,ისინი ადგილზე გაეცნენ სოფელ ფარში არსებულ ვითარებას,  გაესაუბრნენ მოსახლეობას,მოუწოდეს ეზრუნათ სუფთა გარემოზე,გააცნეს მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პროექტები  გარემოსდაცვითი  მიმართულებით.

მათ  შეისწავლეს სოფელში არსებული  სანაგვე კონტეინერების განთავსების ობიექტები და მდგომარეობა,დაამატეს  რკინის ურნები,რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს დაცვას დაბინძურებისგან.
ეკო კლუბის წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია,ყველაზე დაბინძურებული ობიექტების შესახებ,რომელსაც საკუთარი ძალებით  ვერ გაწმენდდნენ,სწორედ ამიტომ დაიგეგმა სამომავლოდ ერთობლივი აქცია და სტიქიური ნაგავსაყრელი,რომელიც  აბინძურებს  სოფლის ნაკადულს ერთობლივი ძალისხმევით მომავალში დასუფთავდება.
ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბი მადლობას უხდის,ააიპ,მესტიის დასუფთავების სამსახურის უფროს ბატონ მამუკა გირგვლიანს და მთელს გუნდს აქტიური თანამშრომლობისთვის.



ინფორმაცია გაშუქდა forestry.ge-ზე .http://forestry.ge/?id=11463




                                       ეკო კლუბის წევრები მესტიის გამგებელს შეხვდნენ.
ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრები შეხვდნენ  მესტიის მუნიციპალიტეტის  გამგებელს ბატონ კახა  ჟორჟოლიანს.
ეკო კლუბის წევრებმა,  ფარის თემის რწმუნებულთან,ჯეირან რეზესიძესთან  ერთად, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გააცნეს კლუბის სამოქმედო გეგმები, მიაწოდეს ინფორმაცია სოფ. ფარში არსებულ კოლხური ბზის კორომზე და სთხოვეს დახმარება შუამდგომლობა გაუწიოს სათანადო ინსტანციებში,რათა ტერიტორიას მიენიჭოს  ბუნების ძეგლის სტატუსი, მოხდეს ამ ტერიტორიის შემოღობვა,დაიდგას საინფორმაციო ბანერი.
ეკო კლუბის წევრებმა, გამგებელს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ,რომ მათ აქვთ სურვილი გაეცნონ ბზის დაკალმების პროცედურებს და მოინახულონ სოფ. რუხში არსებული ბზის სათბური, ისწავლონ და თავად დააკალმონ ბზა და ამითი ხელი შეუწყონ ბზის გამრავლებას.
ბატონმა კახამ,ეკო კლუბის წევრებს  შესთავაზა, ჩამოეყალიბებინათ კონკრეტული სამოქმედო გეგმა და პროექტის სახით შეეტანათ მესტიის  მუნიციპალიტეტის გამგეობაში,
თავად  მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას და ერთად განახორციელებენ კოლხური ბზის გადარჩენისათვის საჭირო საქმიანობას.
ბატონმა კახამ,ეკო კლუბის წევრებს  გამოუყო  დაფინანსება,რომ მათ შეძლონ რუხში არსებული კოლხური ბზის სათბური მოინახულონ და ადგილზე შეისწავლონ ბზის დაკალმების პროცედურა,რათა მათ შემდგომ თავად შეძლონ გაამრავლონ კოლხური ბზა.
http://forestry.ge/?id=11425




                                                             გადავარჩინოთ კოლხური ბზა
                                          ვისწავლოთ მეტი ბზის შესახებ.
მესტიის მუნიციპალიტეტის, ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბმა,  სოფელ ფარში არსებული ბზის კორომის გადარჩენა კლუბის საქმიანობის პრიორიტეტად გამოაცხადა.
კლუბის წევრები დაინტერესდნენ რატომ არის კოლხური ბზა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი და რა არის ამის გამომწვევი მიზეზები,როგორ შეიძლება ბზის გადარჩენა და გამრავლება.
სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად,კლუბის ხელმძღვანელმა დაგეგმა ტრენინგი,სახელწოდებით“ გავიგოთ მეტი ბზის შესახებ“.ტრენინგის მასალები მიწოდებულ იქნა  CENN -ის კოორდინატორის სამეგრელო-ზემო სვანეთში ,ქალბატონ მაია კოდუას მიერ.
ტრენინგის  შედეგად ეკო კლუბის წევრებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია ბზის გავრცელებული დაავადებების შესახებ,მათი გავრცელების გზებსა და დაავადებული ბზის ამოცნობის შესახებ.
მათთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა დაკალმების პროცესი,კლუბის წევრები ერთხმად აღნიშნავდნენ,რომ ბზის დაკალმება მათი შეხედულებით  მარტივი  პრცედურა იყო, თუმცა  ტრენინგზე მიღებულმა ინფორმაციამ  შეცვალა მათი წარმოდგენები,გაჩნდა იდეა კლუბის წევრები ესტუმრონ სოფელ რუხში არსებულ ბზის დაკალმების საბაზისო სანერგეს,სადაც  ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ დაკალმების პროცედურების შესახებ,რასაც აქტიურად გამოიყენებენ ბზის გადარჩენისათვის დაგეგმილი აქტივობის განხორციელებისას.
 შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო,კლუბის წევრების იდეების გენერირებას,თუ რა ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას სოფელ ფარში არსებული ასწლოვანი კორომის გადასარჩენად.
მსჯელობისას გამოიკვეთა,რომ პირველ რიგში ადგილობრივ მოსახლეობას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ამ უნიკალური კორომის შესახებ,  ამაღლდეს მათი ცნობიერება კოლხური ბზის შესახებ და ერთობლივი ძალისხმევით დაიწყოს ქმედება   ამ ტერიტორიის ბუნების ძეგლად გამოცხადების შესახებ.
დაიგეგმა მოსახლეობის მოწვევა და მათთვის საინფორმაციო შეხვედრის გამართვა კოლხური ბზის თემაზე.



















                                                 



                                   კოლხური ბზის გადარჩენის კამპანია
ბზის გადარჩენის კამპანია სულ უფრო აქტუალური ხდება და მასში უამრავი ადამიანია საქართველოს მაშტაბით ჩართული. მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბმა “GREEN SPACE” თავისი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზნად, კოლხური ბზის გადარჩენა დაისახა.მოგეხსენებათ, 2013 წელს კოლხურ ბზას IUCN-ის წითელ ნუსხაში კრიტერიუმი შეეცვალა და დაავადებით გამოწვეული მასობრივი ხმობის გათვალისწინებით, საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობებში გაერთიანდა. სწორედ ასეთ ფონზე,კლუბმა გადაწყვიტა დაიცვას და გადაარჩინოს,სვანეთში არსებული ერთადერთი უნიკალური ბზის კორომი, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარში გვხვდება.
ტერიტორია, სადაც ბზა ხარობს, უძველესი ნატაძრალია, ამ ტაძრის ისტორია არავის ახსოვს, სავარაუდოდ, ამ ტერიტორიაზე ბზის შემოტანა, აქტიურ საეკლესიო ცხოვრებას უკავშირდება, შემოტანიალია სასულიერო პირების მიერ კოლხეთის დაბლობიდან და მასვე შემოყვა სახელწოდება“ზაკალ“, რაც მეგრული სახელწოდების იდენტურია. ბზა ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 50 მეტრის რადიუსშია გავრცელებული და რეალურად საჭიროებს მოვლა-პატრონობას.
მოსახლეობა განსაკუთრებით ბზობის დღესასწაულზე თვითნებურად ტეხს ბზის ტოტებს, თხრიან ბზას ძირიანად, რომ საკუთარ ეზოებში დარგონ, რაც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის არსებულ კორომს.
ეკო-კლუბმა გადაწყვიტა, ფართო მასებისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია არსებული ბზის კორომის შესახებ, დაედგინათ ბზის რომელ სახეობასთან გვქონდა საქმე, იყო კი ეს კორომი კოლხური ბზა?კვლევით დაზუსტებულ იქნა, რომ ეს იყო კოლხური ბზა.
მესტიის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ეკო-კლუბი, ძალებს არ დაიშურებს, რომ ამ ტერიტორიას მიენიჭოს განსაკუთრებული სტატუსი, მოიპოვოს ყურადღება ადგილობრივი თვითმართველობის მხრიდან, რათა სვანეთის ერთადერთი.მრავალსაუკუნოვანი, უნიკალური კოლხური ბზის კორომი გადარჩეს. 
http://forestry.ge/?id=11351&utm_campaign=shareaholic&utm_medium=facebook&utm_source=socialnetwork
სოფელ ფარში არსებული უნიკალური ბზის კორომი.
ეკო-კლუბმა   სოფელში არსებული უნიკალური  ბზის კორომის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტ მედია საშუალებით გააშუქა. საზოგადოებას გააცნო ამ უნიკალური ადგილის შესახებ და სთხოვა დახმარებოდა დადგენილიყო ამ ბზის სახეობა.(იხ. სტატია)

https://ekofact.com/2017/06/08/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%97-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%91%E1%83%96%E1%83%98%E1%83%A1/








                                               დასუფთავების აქცია

ვიცხოვროთ სუფთა გარემოში,ჩვენი უფლებაა,ვიზრუნოთ ჩვენს გარემოზე,ეს ჩვენი მოვალეობაა!ამ დევიზით ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა,"GREEN SPACE-მა" ,მოაწყო დასუფთავების აქცია სოფელ ფარში.
დასუფთავდა სოფლის ცენტრალური ქუჩები და დაბინძურებული ღელე,რომელიც სოფლის შესასვლელში ჩამოედინება, ამ ტერიტორიაზე,სოფლის მაცხოვრებლებს მოწყობილი აქვთ სტიქიური ნაგავსაყრელი,მიუხედავად იმისა,რომ რამდენჯერმე დასუფთავდა მოსახლეობა კვლავ აგრძელებს მის დაბინძურებას თანაც იმ ფონზე,როცა სოფლეს ემსახურება დასუფთავების სამსახური.
ეკოკლუბის წევრებმა შეგროვილ მყარ ნარჩენებს,ერთ ადგილას მოუყარეს თავი დასუფთავების სამსახურის მოლოდინში,რომელიც კვირის დასაწყისში გაიტანს სოფლიდან არსებულ ნაგავს.
აღსანიშნავია,რომ პრობლემა იმდენად რთულად მოსაგვარებელია,რომ მხოლოდ ეკოკლუბის წევრების ძლისხმევით ვერ მოგვარდება,ნაგავი იყრება უკონტროლოდ ჩნდება ახალ-ახალი სტიქიური ნაგავსაყრელები,ამიტომაც მნიშვნელოვანია აქტიურად ჩაერთოს ყველა შესაბამისი უწყება,რომ ერთიანი ძლებით მოხდეს მისი აღმოფხვრა.
ეკოკლუბი გეგმავს ორგანიზება გაუწიოს სათემო შეხვედრას,სადაც განხილული იქნება პრობლემის მოგვარების გზები. ინფორმაცია გაშუქდა CENN-ის ოფიციალურ გვერდზე.http://forestry.ge/?id=11245




Green space-(ი)ს ფოტო.

Green space-(ი)ს ფოტო.Green space-(ი)ს ფოტო.




                                GREEN SPACE-ჩერთო ნიკო კეცხოველის პრემია2018

 მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბი, ჩერთო კონკურსში, ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია2018.კონკურსის ფარგლებში მოეწყო შეხვედრა,კლუბის წევრებს მიეწოდა ინფორმაცია კონურსის მიზნების, ქულების დაგროვების პრინციპსა და პარტნიორი ორგანიზაციების შესახებ. შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა კლუბის საორგანიზაციო საკითხებზე. არჩეულ იქნა კლუბის ლიდერი,კანდიდატებმა,ჯგუფს წარუდგინეს სამოქმედო პროგრამა, გაანალიზებულ იქნა მათი სამოქმედო გეგმა და არჩევნების წესით შეირჩა კლუბის ლიდერი. კლუბის საქმიანობის პრიორიტეტად გამოცხადდა გარემოს დაცვა დაბინძურებისგან და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ფარის თემში.
Green space-(ი)ს ფოტო.Green space-(ი)ს ფოტო.

No comments:

Post a Comment