საგრანტო პროექტი" კოლხური ბზის გადარჩენისთვის"

პროექტი"კოლხური ბზის გადარჩენისთვის," ორბელიანი საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.




                                  პროექტის მიზანი.
 საქართველოში უნიკალური კოლხური ბზის კორომები განადგურების პირასაა,სხვადასხვა დაავადებებმა გაქრობის რისკის ქვეშ მყოფ მცენარეთა სიაში მოახვედრა.
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარშ,უძველეს ნატაძრალთან არის ბზის კორომი, სვანეთის ტერიტორიაზე,ეს არის ერთადერთი ადგილი,სადაც კოლხური ბზა ხარობს.
მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლის ,ეკო კლუბის "Green Space"-ის წევრებმა,ნიმუშები სპეციალისტებს აჩვენებს და დაადგინეს,რომ ეს არის ნამდვილად კოლხური ბზა,სავარაუდოდ ბზა მეათე საუკუნეში შემოტანილ იქნა სასულიერო პირების მიერ,ტაძრის დანგრევის შემდეგ ქვესაფარი გაიკეთა და ტყეში პატარა კორომად ჩამოყალიბდა.
წლების განმავლობაში,ეს ტერიტორია უყურადღებოდ იყო,ბზა,როგორც საეკლესიო ატრიბუტი ბზობის დღესასწაულზე,ბოლო ათეული წლებია,რა დამკვიდრდა,დღეს მოსახლეობა თვითნებურად შედის და ამტვრევს ტოტებს,შინ გახარების მიზნით ძირკვავს ბზის ნერგებს,რაც ბუნებრივია საფრთხეს უქმნის ბზის გამრავლებას,არსებობს რისკი იმისა,რომ არასათანადო იარაღების გამოყენებით დაინფიცირდეს ბზა და გადაშენდეს,ეს მცირე კორომი,რომელის დაახლოებით 50 მ რადიუსშია გაშენებული და დაახლოებით 100 ძირს მოიცავს.
ეკო კლუბის წევრები,ესტუმრნენ რუხში მდებარე სათბურს,სადაც ბზას აკალმებენ მისი გამრავლების მიზნით,ეკო კლუბის წევრები და პედაგოგები გაეცვნენ ბზის დაკალმების ტექნოლოგიებს და მოვლისთვის საჭირო თავისებურებებს.

Proposed Solution:

2ეკო კლუბის "Green Space" მიზანია,სოფელ ფარში არსებული ბზის კორომის გადარჩენა,ბუნების ძეგლის სტატუსის მოპოვება და ბზის დაკალმება,შემდგომი მისი გამრავლების მიზნით.
მოეწყოს მცირე სათბური,სადაც დააკალმებენ ბზას,შემდგომი მისი რეალიზების მიზნით.
სოფელ ფარში,მოსახლეობის ცნობიერებისამაღლება ბზის დაცვა-გადარჩენის საკითხში
მოხდება მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარში არსებული მცირე,ჯანსაღი კორომის დაცვა,დაკალმდება დაახლოებით 150-200-მდე ბზის ტოტი,ჩატარდება ტრენინგი მოსახლეობისთვის,სადაც მათ მიეწოდებათ ინფორმაცია ბზის გადაშენების საფრთხეების შესახებ.ამაღლდება ცნობიერება,თუ რამდენად მნიშვნელოვანია თემში არსებული კორომის მოვლა-პატრონობა.
მომზადდება პეტიცია,ადგილობრივ თვითმმართველობასა და გარემოს დავის სამინისტროს სახელზე,მოთხოვნით,რომ ტერიტორიას მიენიჭოს ბუნების ძეგლის სტატუსი,რაც კიდევ უფრო დაიცავს ამ ტერიტორიას ადამიანის მიერ მიყენებული ზიანისგან,დაიბეჭდება და დაიდგმება საინფორმაციო ბანერი,სოფლის ცენტრსა და ტერიტორიის მახლობლად,რაც დაინტერესებულ პირებს ამცნობს იმ წესებს,რაც უნდა დაიცვან ამ ტერიტორიაზე გადაადგილების დროს.
მოსწავლეები ადრეული ასაკიდან განავითარებენ ბუნებაზე ზრუნვის უნარ-ჩვევებს,ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებას და 
თემის პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას, გარემოს დაცვითი ცნობიერების ამაღლება.
პროექტი ხელს შეუწყობს კოლხური ბზის გადარჩენა-გამრავლების საქმეს.

No comments:

Post a Comment