ნიკო კეცხოველის პრემია 2020

                 #12 კვლევა მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ვე თემში"



დოკუმენტის სახელი: ახალგაზრდული პრობლემები მესტიის მუნიციპალიტეტში.
კვლევის განმხროციელებელი: სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ.ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბი Green space”  და ააიპ“გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები“
დისქლეიმერი:კვლევა ჩატარდა ააიპ“გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდების“ ინიციატივით.კვლევის შედეგად უნდა გამოკვეთილიყო რამდენად იყო მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის,ის პრობლემა,რომლის გადაჭრასაც ემსახურება სააგენტოში ორგანიზაციის მიერ წარდგენილი პროექტი.
შესავალი: მესტიის  მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობა,განსაკუთრებითNEET სეგმენტი დიდი გამოწვევისა და პრობლემების წინაშე დგას,ისინი ვერ უმკლავდებიან თანამედროვე ცხოვრების გამოწვევებს .ახალგაზრდებს არ აქვთ შესაძლებლობა არაფორმალურ გარემოში გაიუმჯობესონ დასაქმებისათვის საჭირო უნარები.არ არსებობს ახალგაზრდული სივრცეები,კინოკლუბები,არ აქვთ ხელმისაწვდომობა ისტ.ტექნოლოგიებთან და უწყევტ ინტერნეტთან.ახალგაზრდები ვერ იყენებნ ტექნოლოგიებს დასაქმებისათვის,ვერ ფლობენ მათი გამოყენების მექანიზმებს.ახალგაზრდები ,ციფრული უნარების განვიტარებას ვერც სკოლაში ახერხებენ,რადგან თვითონ სკოლები არ არის აღჭურივილი სათანადო ინვენტარიტა და ცოდნით.
იმისათვის ,რომ მესტიის მუნიციპალიტეტის  17-ვე თემში დადგინდეს  რა გამოწვევების წინაშე დგას  ახალგაზრდობა,რამდენად მიუწვდებათ  მათ ხელი ისტ.ლაბორატორიების,ახალგაზრდულ ცენტრებზე,სხვადასხვა საგანმანათლებლო სერვისებზე,ჩატარდა კვლევა,რათა კვლევის შედეგად გამოკვეთილი მოსაზრებები დამუშავდეს და ორგანიზაციამ გადადგას პრობლემის გადაჭრისკენ მიმართული ნაბიჯები.კვლევისთვის გამოყენებული იქნა სოციოლოგიური გამოკითხვა.პარალალურად ჩატარდა ფოკუს ჯგუფთან ონლაინ შეხვედრა,14 დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებთან.კვლევის ჩატარება მოხდა  ონლაინ კითხვარის მეშვეობით.გამოიკითხა მესტიის მუნიციპალიტეტის 17-ვე თემის წარმომადგენლები,თითოეულ სოფელში ხმის მისაწვდენად გამოყენებულ იქნაLAG- ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ახალგაზრდული ფრთა, ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბი,რომლებმაც უზრუნველყვეს საკუთარ თემებში 3-5 ახალგაზრდა გამოეკითხათ.ჯამში გამოიკითხა 75 ადამიანი.მონაწილეთა ასაკი მერყეობს 14 დან 35 წელს ზემოთ.
კვლევის ანგარიში
ძირითადი მიგნებები:
·          გამოკითხულთა 71.6 % აცხადებს ,რომ მათ სოფელში არ არის ახალგაზრდული სივრცეები.
·          68,6% აცხადებს ,რომ მათ არ ახსენდებათ ისეთი შეკრებები,სადაც ახალგაზრდები განიხილავენ ახალგაზრდულ პრობლემებს.
·         გამოკითხული ახალგაზრდები აცხადებენ,რომ  მათ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს  ის,რომ არ აქვთ ახალგაზრდული სივრცეები,არ ტარდება ისეთი ტრენინგები,რაც მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს,ახალგაზრდებს ხელი არ მიუწვდებათ ტექნოლოგიებთან.ახალგაზრდებისთვის არ არსებობს კინოკლუბები.
·         ახალგაზრდების 100% აცხადებს,რომ მათ არასოდეს ჰქონიათ შესაძლებლობა  სკოლაში გაევლოთ რობოტექსის კურსი
·         ახალგაზრდების 48% აცხადებს,რომ არ მიუწვდებათ ხელი იმ ტრენინგებზე,რომელიც ტარდება დაბა მესტიაში.
·         გამოკიტხულთა 44 % აცხადებს,რომ შემეცნებით ვიდეოებს იყენებნ საკუთარი ცოდნის გასაუმჯობესებლად,40% იშვიათად და 16 პროცენტი არასდროს.
·         გამოკითხულთა 44% იშვიათად მონაწილეობას სათემო აქტივობებში,42,7 ხშირად,13,3 არასდროს.

დასკვნები და რეკომენდაციები:
კვლევამ აჩვენა,რომ მესტიის მუნიციპალიტეტის,17-ვე თემის  ახალგაზრდებს სჭირდებათ ისეთი სივრცეები,სადაც შეძლებენ განავითარონ დასაქმებისათვის საჭირო უნარები,ჰქონდეთ ახალგაზრდული ცენტრები,სადაც გაიმართება არაფორმალური შეხვედრები,დისკუსიები,დიალოგები,სჭირდებათ განავითარონ ციფრული კომპეტენციები,ისწავლონ STEM საგნები,შეძლონ   თავად ქმნიდნენ  ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით  რობოტექნიკას,იღებდნენ მონაწილეობას სხვადასხვა ახალგაზრდა გამომგონებელთა ფორუმებსა და კონკურსებში .ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა შემეცნებით-სამეცნიერო ფილმებზე.იმართებოდეს დისკუსია სამეცნერო თემებზე.სკოლებში იყოს ისტ.ლაბორატორიები,რომელიც ახალგაზრდებს განუვითარებს ციფრულ კომპეტენციებს,რაც მომავალში დაეხმარება მათ დასაქმებაში,დამოუკიდებლად სწავლის უნარის განვითარებაში.
კვლევის დამუშავების შედეგად,ააიპ“გავაძლიეროტ სოფლად ახალგაზრდებმა“შეიმუშავა პროექტი „ ინოვაციური ცენტრი-მომავლისთვის“,რაც ხელს შეუწყობს მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს 14-29 წლმადე კატეგორიაში,ხელი მიუწვდებოდეთ თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლაზე,გამოყენებასა და პრაქტიკაში მათ დანერგვაში.

დანართი:
დანართში წარმოდგენილია კვლევის ელექტრონული ფორმა
ასევე კვლევის შედეგები გამოსახულია დიაგრამების სახით.







                                    #11 პროექტი"ჩაერთ 2.0"
 მესტიის მუნიციპალიტეტის,ფარის საჯარო ეკოკლუბი,ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციასთან" გავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდები"თანამშრომლობის  საფუძველზე,შერჩეულ იქნა პროექტში" ჩაერთე 2.0"მონაწლეობის მისაღებად.
პროექტს ახორციელებდა  განვითარებისა და განათლების გალიციური ფონდი (პოლონეთი) და Kona/კონა (საქართველო). თანადაფინანსებულია პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდის მიერ, როგორც RITA-ს Region in Transition წევრი. პროექტი განხორციელებულია განათლებისა და დემოკრატიის ფონდის მიერ.პროექტი მხარს უჭერს რეგიონებში მცხოვრები ბავშვების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ ინიციატივებში და მათთვის მეთოდების და გზების შესახებ ინფორმირებას.
10 -14 სექტემბერს ,კასპის მუნიციპალიტეტში,სოფელ ქვემო ჭალაში მიმდინარეობდა ტრენინგ-კურსი,პროექტში ჩართული იყო  30 მონაწილე და ახალგაზრდული მუშაკი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და საინიციატივო ჯგუფებიდან : თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი • Tetritskaro Youth Centerგავაძლიეროთ სოფლად ახალგაზრდებიGulia Nabievaსოციალური საწარმო ,,გუმბათი"Hub for Development/განვითარების კერა პროექტის მიზანი იყო:
.
-სივრცის შექმა ახალგაზრდულ სფეროში ჩართულობის შესახებ გამოცდილებისა და
პრაქტიკის გაზიარებისთვის
-თეორიული ინფორმაციის მიღება ჩართულობაზე, მოდელებსა და მეთოდებზე
-დაგეგმვა და კონსულტირება თუ როგორ დავნერგოთ/გავზარდოთ ჩართულობა თქვენს
პროექტებში/საქმიანობაში და როგორ გამოიყენოთ ჩართულობის იდეა/სამუშაო იარაღები/
მოდელები თქვენ კონკრეტულ სიტუაციებში.
-დისკუსია და გამოცდილების გაზიარება როგორ ვიმუშაოთ ასაკით შერეულ ჯგუფში
-ინსპირაციისა და მეთოდების მიღება თუ როგორ დაგეგმოთ და განახორციოთ ადგილობრივი
ინიციატივები ახალგაზრდებისთვის მათთან ერთად.
-დამოკიდებულებისა და კომპეტენციების განვითარება, რომელიც დაგეხმარებათ იმუშავოთ
შერეულ ჯგუფებში/განახორციელოთ ადგილობრივი ინიციატივები მათთან ერთად.

                   
                         #10 ეკოკლუბი TV პირველის ობიექტივში
TV პირველის ეთერში, ნინო აზარაშვილის გადაცემაში"პირველამდე"  დაემატა ახალი რუბრიკა თემის ლიდერი ქალები,რომლის მიზანია,საქართველოს რეგიონში მცხოვრები ქალების პორტრეტების წარმოჩენა,რომლებმაც მიზნად დაისახეს თემში სოციალური გარემოს ცვლილება.სწორედ ამ გადაცემის ობიექტივში მოხვდა მესტიის მუნიციპალიტეტის,სოფ.ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბი,რეპორტაჟი მომზადდა ეკოკლუბის ხელმძღვანელზე და მის საქმიანობაზე და ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ეკოსაქმიაონაბაა,გადაცემის ნაწილი დაეთმო ეკოკლუბის მიერ წარმოებულ ჩანთებს და კოლხური ბზის გადარჩენის კამპანიას.
გტავაზობთ  რეპორტაჟის ლინკს


                             # 9 სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება
     20 აგვისტოს, მესტიის მერიის შენობაში, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პედაგოგებისთვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგი გარემოს დაცვის საკითხებზე. ტრენინგის მიმდინარეობისას პედაგოგებს და მეთოდისტებს გადასცეს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული და გამოცემული სახელმძღვანელო „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“. 
სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიზანია საზოგადოების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სამინისტროს ერთიანი ინფორმაციული ტექნოლოგიური პოლიტიკის დანერგვა.
აღნიშნულ ტრენინგს ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის ფარისა და იელის  ეკოკლუბის ხელმძღვანელები და წევრები.მათ გაიარეს აღნიშნული ტრენინგი იმ მიზნით,რომ აღნიშნული სახელმძღვანელო დანერგონ საკუთარ სკოლებში,დაწყებით კლასებში,ასევე მომავალში,როდესაც სოფელში გაიხსნება საბავშვო ბაღი,აღმზრდელებს თავად გადასცენ გამოცდილება და  საღელმძღვანელოს დანერგვის პრინციპები.
აქტივობა ემსახურება მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის მიღწევას



                                #8 დასუფთავების აქცია უშგულში   
მიუხედავად  იმისა,რომ რამდენიმე წელია მესტიის მუნიციპალიტეტიში სხვადასხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებები იმართება,როგორც ადგილობრივი თვითმართველობის,არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ადგილობრივი ეკოკლუბების მიერ,პრობლემა პრობლემად რჩება, ახალ-ახალი დაბინძურების კერები ჩნდება,მოსახლეობის ცნობიერება კვლავაც დაბალი გარემოსდაცვით საკითხებში,მათ უჭირთ გაითავისონ ის ვალდებულება,რომელიც მათ აკისრიათ ,როგორც მოქალაქეებს,იზრდება ტურისტების უკმაყოფილება,როდესაც ხედავენ დაბინძურებულ მდინარეეებს,გზებს და თავშეყრის ადგილებს.პრობლემას ქონის ასევე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, სოფლებში ყველაგან არ დგას სანაგვე კონტეინერები,გამაფრთხილებელი ნიშნები, რის გამოც მომხმარებელი ნარჩენების მოშორებას მისთვის ადვილი  გზით ცდილობს.ტურისტული სეზონის მატებასთან ერთად,სულ უფრო იზრდება  აუცილებლობა მოეწყოს დასუფთავების აქციები . სოწერად ამ მიზნით, მესტიის მუნიციპალიტეტის 16 სოფლისგან შემდგარი ადგილობრივი განვითარების ჯგუფი LAG-ი,რომელიც შეიქმნა ევროკავშირის პროექტის ფარგლებში,რომლის პარტნიორია „ქეა ავსტრია“ და პოლიტიკის მართვის ჯგუფის კვლევის ცენტრი (PMC-RC),მოაწყო დასუფთავების აქცია უშგულის თემში,რომელშიც ჩაერთო,ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელი,რომელიც  მონაწილეებს ესაუბრებოდა  სკოლებში ნიკოკეცხოველის პრემიის შესახებ და ეკოკლუბების წველილზე გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარების საკითხში.
ღონისძიება ხელს უწყობდა მდგრადი განვითარების მე-4 და მე-15 მიზნის მიღწევას.

                              #7 დასუფთავების აქცია სოფელ ფარში
ზაფხულში,ტურისტული სეზონის დადგომისთანავე უფრო და უფრო აქტუალური ხდება გარემოს დაცვა დაბინძურებისგან,უამრავი მიმსვლელ-მომსვლელი,სოფელში ქმნის დაბინძურების კერებს ,გზებზე იყრება პოლიეთილენის პარკები,პლასტმასის ბოთლები,სიგარეტის ნამწვავი და კოლოფი.სწორედ  ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და იმისათვის,რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ ეგრძნო პასუხისმგებლობა მათ ირგვლივ არსებულ გარემოს ზრუნვაზე,ეკოკლუბისა და  ადგილობრივი თემის განვიტარებისLAG-ის წევრების ორგანიზებით,სოფელ ფარში მოეწყო დასუფთავების აქცია.დასუფთავდა სოფლის ცენტრალური უბნები,კულტურის სახლის შენობა და ახალგაზრდული ცენტრის შენობა,სადაც მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.
აქციის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების მე-15 მიზნის მიღწევას.





                            #6 ეკოკლუბი ეკოჩანტებით სვანეთობაზე

ფარის საჯარო სკოლის სოციალური საწარმო,რომელსაც ამუშაოვებენ  სკოლის ეკოკლუბის წევრები,თავიანთი ნამუშევრებით წარმოდგენილი იყვნენ  სვანეთობა 2019-ზე.
ეკოკლუბს წარდგენილი ქონდა ეკოჩანთები და მათ მიერ წარმოებული ეკოსაპნები,რომელიც უძველესი სვანური რეცეპტით იყო დამზადებული.
ეკოკლუბის წევრები დამთვალიერებლებს აცნობდნენ ეკოჩანთების წარმოების მიზანს და მოუწოდებდნენ პოლიეთილენის პარკების შემცირებისკენ და ასევე საინტერესო ისტორიას უყვებოდნენ ეკო საპნის შესახებ.
აქტივობა ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მე-12  მიზნის ხელშეწყობას.


                       

                        #5    ეკოჩანთები პოლიეთილენის პარკების ნაცვლად.
პოლიეთილენის პარკები დღეს ისევ აქტუალური საკითხია საზოგადოებისთვის,მიუხედავად კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისა,მოსახლეობა აქტიურად მოიხმარს მათ.საზოგადოების ჩართულობა ეკოჩანთების ჩანაცვლების საკითხში მნიშვნელოვანია,თითოეულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს,რომ ეკოჩანთების უპირატესობა ძალინ დიდია და რაც მთავარია ის  შესაძლებლობას იძლევა დაცულ იქნას გარემო დაბინძურებისგან.
სწორედ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და მოსახლეობისთვის ალტერატივის შესათავაზებლად,ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა  გააფართოვა ეკოჩანთების წარმოება.სკოლაში ფუნქციონირებს საწარმო,რომელსაც ამუშავებნ ეკოკლუბის წევრები და მათ  მიერ წარმოებული ეკოჩანთებით სურთ საზოგადოების ცნობიერება მიმართონ გარემოსადმი ზრუნვისაკენ.
მიუხედავად ზაფხულის არდადეგებისა,ეკოკლუბი განაგრძობს სამუშაო პროცესს და თავისი წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მე-12 მიზნის განხორციელებაში




                                      # 4 სკოლებს შორის თანამშრომლობა.
ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბს,სტუმრად ეწვია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ.ლატალის საჯარო სკოლის აქტიური მოსწავლე,რომელიც დაინტერესებულია ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიით და გაეცნო ჩვენი კლუბის საქმინობას,კონკურსის პირობებს,ქულების დაგროვების პრონციპს და დარეგისტრირების ინსტრუქციას.
ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელმა,დეტალუად მიაწოდა ინსტრუქცია თუ როგორ უნდა დაარეგისტრირონ გუნდი და დაიგეგმა ერთობლივი აქტივობების განხორციელება ორ სკოლას შორის.
 აქტივობა ხელს უწყობს სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და მდგრადი განვიტარების მე-17 მიზნის განხორციელებას.


                                     
                         #3 დასუფთავების აქცია
მესტიის მუნიციპალიტეტის,ფარის საჯარო სკოლაში,7 მაისს მოეწყო დასუფთავების აქცია"გაალამაზე შენი სკოლის ეზო".
სკოლის ეზოში მიმდებარე სამშენებლო სამუშაოების  შემდეგ,სკოლის ეზოში დაგროვილი იყო სამშენებლო ნაგავი.სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით მოეწყო დასუფთავების აქცია,რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები. შემოღობილ იქნა სკოლის ეზო,და გაკეთდა არხზე გადასასვლელი ხიდი,რომელიც სარემონტო სამუშაოების დროს დაზიანდა და შემდეგ დროებით გადებული იყო ფიცრები,რაც საფრთხეს ქმნიდა ბავშვბისთვის გადადგილების დროს.
დასუფთევბის აქციაში ჩართული იყო სსსმ მოსწავლე,რომელიც ეკოკლუბის აქტიური წევრია და გუნდთან ერთად მუდმივად ჩართულია კეთების პროცესში.
აქცია ემსახურება მდგრადი განვითარების მე-15 მიზნის შესრულებას.


                     #2 კონკურსის"დაზოგე რესურსები" დაჯილდოება
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2019 წლის ფარგლებში მთელი სასწავლო წლის განმავლობაში გამოცხადებული იყო სასკოლო კონკურსი"დაზოგე რესურსები",რაც მიზნად ისახავდა დაწყებითი კლასის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ჩამოყალიებება,მწვანე მომხმარებლის  უნარ-ჩვევების განვითარებას. კონკურსის ფარგლებში,ყველა კლასში დაიდგა მაკულატურისთვის ყუთები,მთელი სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეების მიერ გროვდებოდა ქაღალდი,ყოველი თვის ბოლოს თითოეული კლასი მაკულატურას აბარებდა ეკოკლუბის წევრებს და იღებდნენ ჯილდოდ ვარსკვლავს. წლის ბოლოს ყველაზე მეტი ვარსკვლავის მფლობელი კლასი გამოვლინდებოდა და დაჯილდოვდებოდა სათანადო წოდებით.
13 მაისს,გამოვლინდა ყველაზე მეტი ვარსკვლავის მფლობელი კლასი და მწვანე მომხმარებელი.ფარის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებსა და მათ დამრიგებელს გადაეცათ ყველაზე მწვანე მომხმარებლის ტიტული და  დამადასტურებელი დიპლომი.
სკოლის ყველა დაწყებითი კლასის მოსწავლე დაჯილდოვდა სერტიფიკატებით,გარემოს დაცვაში მათი განსაკუთრებული წვლილისათვის და კონკურსში"დაზოგე რესურსები" აქტიური მონაწილეობისათვის.
კონკურსი ხელს უწყობდა მდგრადი განვითარების მე-12 მიზნის განხორციელებას.

                                          

                                    #1  ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020
მესტიის მუნიციპალიტეტის,ფარის საჯარო სკოლის 2020 წლის  ნიკო კეცხოველის პრემიის მოსაპოვებლად აქტიურად იმუშავებს მდგრადი განვითარების 1-ლი,მე-4,მე-5,მე-6,მე-9,მე-12,
მე-13,მე-15,მე-16 და მე-17 მიზნის შესაბამისად.
ეკოკლუბმა შეიმუშავა და სასკოლო საზოგადოებას გააცნო სამოქმედო გეგმა,რომელიც შემდეგი მიმართულებით განისაზღვრა:

გარემოსდაცვითი განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა
·        მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში და ადგილობრივ თემში
·        გარემოსდაცვითი და სათემო ინიციატივების და პროექტების მართვისდოკუმენტაციის წარმოებისწერისვიზუალიზაციისკომუნიკაციის უნარების განვითარება სკოლაში და ადგილობრივ საზოგადოებაში

სათემო განვითარების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობაიდეების ინკუბაცია სათემო და კერძო ინიციატივებისათვის

·        ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ბუნებრივი რესურესების მდგრადი მართვისსათემო განვითარებისა დაბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროცესში
·        ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება

დამოუკიდებელი გარემოსდაცვითი მონიტორინგის განხორციელება
·        მოსწავლეებისპედაგოგებისა და თემის გაძლიერება გარემოსდაცვითი საკითხების კვლევასა და ადვოკატირებაში

თემის საჭიროების გამოვლენა და თემის ახალგაზრდებთან ერთად მისი გადაჭრის გზების ძიება.პრობლემის მოგვარებისკენ მიმართული აქტივობების განხორციელება.



No comments:

Post a Comment