ნიკო კეცხოველის პრემია 2019

                         ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019 ფინალი
 21 მარტს,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2019 წლის ფინალური ტური გაიმართა.
ფინალურ ტურში,ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბიც ღირსეულ მეტოქეობას უწევდა  ძლიერ გუნდებს.
ფინალურ ტურზე ეკოკლუბმა წარადგინა წლის განმავლობაში შესრულებული გარმოსდაცვითი აქტივობები.
გუნდმა გამარჯვება ვერ მოიპოვა,მაგრამ  დასაჩუქრდა ერთკვირიანი საგზურით  ანაკლიის ბანაკში.
ფინალზე წარდგენილი  პრეზენტაცია .



          ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019 ნახევარფინალური ტური

2019 წლის სასკოლო კონკურსი წარმატებით დაასრულა ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა.ჩვენ ,11 800 ქულით მოვხვდით საუკეტესო და ძლიერ გუნდებს შორის საქართველოს მასშთაბით.
ნაყოფიერი და შედეგიანი იყო სკოლის ეკოკლუბის მიერ გაწეული საქმინობა, თითოეულმა წევრმა ბევრი იშორმა იმ შედეგბისთვის ,რასაც რჩეულ გუნდებს შორის დგომა ქვია.
11 თებერვალს,ზუგდიდიში გაიმართა სამეგრელო -ზემო სვანეთის რეგიონალური ტური და ბრძოლა ფინალური საგზურისთვის.
ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა 8 საუკეტესო გუნდს შორის მოიპოვა ფინალური ტური და შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტისგან "მწვანე ელჩის " ტირული.
ეკოკლუბი დაჯილდოვდა სერტიფიკატებით,წიგნებიტა და ფასიანი საჩუქრებით კონკურსის ორგანიზატორების მიერ.




                           ტრენინგი"როგორ დავაარსოთ ეკოსოფელი"
                

როგორ დავაარსოთ ეკოსოფელი"-ტრენინგი,რომელიც ეკოკლუბის საქმიანობის ფარგლებში ჩატარდა ფარის საჯარო სკოლაში. ტრენინგის მიზანი იყო,ეკოსოფლის კონცეფციის გაცნობა,ეკოსოფლის კრიტერიუმების გაცნობა და სოფლის პოტენციალის შეფასება.შეხვედრის ფარგლებში,მოსწავლეთა და პედაგოგთა შერეული ჯგუფები მსჯელობდნენ ეკოსოფლის შესახებ.დისნეის აზროვნების სამი სკამის გამოყენებით შექმნეს ეკო სოფლის კონცეფცია.მუშაობა ჯგუფებში ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა,თითოეული ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული სამუშაო პროცესში.დასასრულს,შეჯამდა ტრენინგის ფარგლებში მიღებული ცოდნა და არსებული ინფრომცია მოვარგეთ ჩვენი სოფლის ეკოსოფლის დაარსების პერსპექტივას.საინტერესო იყო იმის გააზრება,რომ გვქონდა ეკოსოფლები,ეკოსახლები,ეკო-აგრარული მეურნეობები,ეკო-სამშენებლო მასალები,ადამიანები აქ გაერთიანებული იყვნენ ერთი იდეის გარშემო,გვერდში ედგნენ ჭირსა თუ ლხინში,ასე რომ სვანურ სოფლებს ეკოსოფლის მდიდარი და მყარი საფუძველი აქვს,დღეს კი გარდამავალ ეტაპზე დგას და ძალიან მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს ეს ტრადიცია და სოფელმა შექმნას ეკოსოფელი.განვიხილეთ ის სარგებელი,რასაც მოსახლეობა მიიღებს ეკოსოფლის შექმნიდან. დღეს,განათლების საერთაშორისო დღეს,ძალიან სასიამოვნო იყო ის ნაყოფიერი თანამშრომლობა,რომელიც ჩვენი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის იყო.დღეს განსხვავებული კუთხით დავინახეთ ჩვენი მოსწავლეები,მათი შესაძლებლობები არაფორმალურ გარემოში,ძალიან ბევრჯერ აღინიშნა ის ფაქტი,რომ საოცრად კარგად მსჯელობდნენ და აფასებდნენ მოსწავლეები რეალობასა და მომავლის პერსპექტივას.





Ekaterine Tsulukidze-ს ფოტო.


Ekaterine Tsulukidze-ს ფოტო.
ტრენინგი "ახალგაზრდული ხედვა-სოფლის მომავალი განვითარებისათვის"

21 იანვარს,ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი ახალგაზრდებისთვის"ახალგაზრდული ხედვა-სოფლის მომავალი განვითარებისთვის",.ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მოხალისეობის თემას,რა სარგებელი მოაქვს მოხალისეობას თემისა თუ პიროვნებისათვის.შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სათემო პრობლემების გამოკვეთას,მათი მოგვარების გზების ძიებას.მონაწილეებმა იმუშავეს ჯგუფებში,თითოეულმა ჯგუფმა,უამრავი პრობლემიდან შეარჩია ერთი და წარუდგინა აუდიტორიას ერთი კონკრეტული პრობლემა და მისი გადაჭრის გზა.ახალგაზრდები ხედავენ პრობლემებს,რომელიც თემშია დაგროვილი,თუმცა უჭირთ გადაჭრის გზების ძიება და სწორედ ამ შეხვედრის მიზანი იყო,რომ დაენახათ კავშირი მოხალიაეობასა და თემში ცვილებების განხორციელების შესაძლებლობასთან. ჩემთვის,როგორც ფასილიტატორისთვის,ძალიან საინტერესო იყო ახალგაზრდებთან თემის პრობლემებზე საუბარი,მოხალისეობის თემის განხილვა -გააზრება და რაც მთავარია კონკრეტული იდეის გამოკვეთა. იდეა,რომელიც გვინდა განხორციელდეს ეხება ახალგაზრდული ცენტრის დაარაებას,რადგან ეს იქნება პლატფორმა,სადაც ახალგაზრდები შეძლებენ გაერთიანებას და კონკრეტული სოციალური თუ სამოქალაქო ცვლილებების განხორციელებას თემში.მადლობას ვუხდი თემის ახალგაზრდებს და სოფლის რწმუნებულს აქტიური და ნაყოფიერი ჩართულობისთვის.

Ekaterine Tsulukidze-ს ფოტო.


Ekaterine Tsulukidze-ს ფოტო.

                               ტრენინგი"სოციალური მეწარმეობა"
26 დეკემბერს,ძალიან საინტერესო შეხვედრა მოვაწყვეთ ეკო კლუბში თემაზე" რა არის სოციალური მეწარმეობა".
მნიშვნელოვანია,ახალგაზრდებს ადრეული ასაკიდანვე აუმაღლდეთ ცნობიერება სოციალური მეწარმობის შესახებ,რა პრინციპს ეფუძნება მისი შექმნა და რა მისიის მატარებელია. განვიხილეთ "კანვასის"ბიზნეს მოდელი და მონაწილეებმა მასზე დაყრდნობით შეადგინეს ბიზნეს იდეა,რომელსაც სავარაუდოდ გავიტანთ,ძალაინ მნიშვნელოვან კონკურსზე"Diamond Chalange".
შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო სოციალური მეწარმეობის რაობის გაგებას,მეორე ნაწილი იყო პრაქტიკული,,მონაწილეებმა იმსჯელეს ჯგუფებში თემში არსებულ პრობლემებზე,გამოკვეთეს პრიორიტეტული პრობლემა და შეადგინეს ბიზნეს გეგმა თუ როგოგ შეიძლება მისი განხორციელება.
მონაწილეებმა დაამუშავეს ბიზნეს გეგმა კანვასისი მოდელის გამოყენებით სვანური საპნის შესახებ.



Ekaterine Tsulukidze-ს ფოტო.


Ekaterine Tsulukidze-ს ფოტო.


      მოსწავლეთა კონფერენცია"მდგრადი განვითარების 2030-ის მიზნები ძლიერი გამოწვევა და დიდი შესაძლებლობა"
15 დეკემბერი, ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო სვანეთის ეკოკლუბების ისტორიაში.
მესტიის მუნიციპალიტეტის,ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბი“GREEN SPACE-ის“ ორგანიზებით,გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე:“მდგრადი განვითარების მიზნები 2030 ძლიერი გამოწვევა და დიდი შესაძლებლობა“
კონფერენციის მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობა,გამოცდილების გაზიარება და სკოლის ეკოკლუბების საქმიანობის წარმოაჩენა,სკოლებს შორის აქტიური თანამშრომლობის კულტურის გაძლიერება.
მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლებში მოქმედი ეკოკლუბები,რომელებიც შეიქმნენ ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში და წლების განმავლობაში აქტიურად ახორციელებენ გარემოსდაცვით აქტივობებს , მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს საკუთარ თემში მდგრადი განვითარების 2030 -ის მიზნების დანერგვას.
ახალგაზრდა გარემოს დამცველები საკუთარი საქმინობით ცვლიან არსებულს უკეთესობისკენ,ხდებიან თემში როლური მოდელები და ნოვატორები.
კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ მესტიის მუნიციპალიტეტის #3,ლახამულის,მულახის,იელის და ფარის საჯარო სკოლები,ასევე ,ონლაინ ჩაერთო ფარის ეკო კლუბის პარტნიორი , წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ეკოკლუბ,,ECO-R"
კონფერენციის პარტნიორები გახლდათ,მესტიის მუნიციპალიტეტის მერია,კომპანია სვანეთი ჰიდრო,გარემოსდაცვითი განათლების საინფორმაციო ცენტრი და მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრი.კონფერენციის მხარდამჭერებმა გამოავლინეს თავიანთი რჩეული გუნდი..
კომპანია "სვანეთი ჰიდორს" რჩეული სკოლები გახდნენ,მესტიის მუნიციპალიტეტის,სოფ.ლახამულისა და დაბა მესტიის # 3 საჯარო სკოლა,რომელთაც კომპანიისგან გადაეცათ საჩუქრები..
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის რჩეული სკოლა გახდა სოფ.ფარის საჯარო სკოლა.
მესტიის მუნიციპალიტეტის,ფარის საჯარო სკოლამ კი თავის რჩეულად მულახის საჯარო სკოლა დაასახელა და მას გადასცა სიმბოლური საჩუქარი.
კონფერნციაში მონაწილე გუნდებს გადაეცათ სერტიფიკატები.
მადლობას ვუხდი,დაბა მესტიის #1 საჯარო სკოლის დირექტორს,ქალბატონ ნანა რატიანს და მის კოლეგებს კონფერენციის მასპინძლობისათვის.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ შესანიშნავი დღისთვის თითოეულ მონაწილეს,რომლებიც დაუღალავად შრომობენ ჩვენი რეგიონის კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვისათვის.
მადლობა,კომპანია"სვანეთი ჰიდორს" და მის წარმომადგენლებს:ანდრო გოგოლაძესა და ქალბატონ ია პაპიაშვილს აქტიური მხარდაჭერისათვის.
მადლობა,მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას,ქალბატონ ელენე განაიას და დავით ნავერიანს.
ეს დღე,კიდევ ერთი დასტური იყო იმისა,რომ როცა სკოლა, თვითმართველობა და კერძო სექტორი აქტიურად თანამშრომლობენ საქმე სასიკეთოდ მიიწევს წინ.



                   
Ekaterine Tsulukidze-ს ფოტო.



                11 დეკემბერი,მთის განვითარების საერთაშორისო დღეა.
11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია სხვადასხვა ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა მთის მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ  2002 წელს მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას 11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღის აღნიშვნისკენ, ეს დღე საქართველოში წელს პირველად აღინიშნა.
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, დიდუბის საგამოფენო სივრცეში გაიმართა ღონისძიება, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთიანი რეგიონების განვითარების 2019-2023 წლების სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.
ღონისძიების ფარგლებში, მთაში მცხოვრები სხვადასხვა პროფესიის ადამიანებიმთის შვილისსიმბოლური სტატუსით დაჯილდოვდნენ.წყარო:საქართველოს რეგიონალური და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.
ფარის საჯარო სკოლის  ეკო კლუბის მოსწავლეებმა,საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს,რომელსაც საწარმოს  მუშაობის ფარგლებში ქმნიან.

გამოფენაზე წარდგენილი ქონდათ  როგორც თექის ნამუშევრები,ასევე ეკო ჩანთები.
ახაგაზრდების ადრეული ასაკიდან ჩართულობა და წარმოება ქმნის დოვლათს,მთის განვითარების პერსპექტივას და მსგავსი საქმინობით ქალების როლის ზრდას და ჩართულობას.
ეკოკლუბის  ჩართულობა აღნიშნულ გამოფენაში,ემსახურება მდგრადი განვიტარების მე-5;მე-8 მიზნის განვიტარებას.







                          










                                აქცია“მოუარე და შეიფარე  მცენარეები“
მესტიის მუნიციპალიტეტის,ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბი“green space”-მა მოაწყო აქცია“ მოუარე და შეიფარე მცენარეები“


აქციის მიზანს წარმოადგენდა მოსწავლეებში ბუნებისადმი,ზოგადად მცენარეებისადმი მოვლის,მათზე ზრუნვის უნარის გამომუშავება.მონაწილეებს უნდა გაეაზრებინათ რატომ არის მნიშვნელოვანი ოთახის მცენარეები,რა თვისებების მატარებელია ქოთნის მცენარეები და როგორ უნდა მოუაროს ადამიანმა მათ.
ფარის საჯარო სკოლის   მეგობარი ქოთნის მცენარეების სიცოცლის შესანარჩუნებლად,რომელსაც საფრთხეს ზამთრის ყინვები უქმნის,ეკო კლუბმა დაგეგმა აღნიშნული აქცია.

აქციის ფარგლებში მოეწყო სემინარი .მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ეკოკლუბის გარდენიაში არსებული ყვავილების შესახებ,მათი მოვლის თავისებურებაზე.
ეკოკლუბის ლიდერმა მოსწავლეებმა,მოამზადეს წერილები მშობლებთან,სადაც ისინი სთხოვენ  მშობლებს დახმარებას ,რომ ერთად მოუარონ ყვავილებს გაზაფხულამდე,გაზაფხულზე კი გამოვლინდება საუკეთესო მომვლელი მშობელი და მოსწავლე,რომელიც  ეკო კლუბისაგან დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით .

სკოლის მოსწავლეებმა გაინაწილეს მცენარეები და  გაზაფხულამდე აიღეს პასუხისმგებლობა მოუარონ თავის მცენარეს.





                           












  აქცია,"დავიცვათ ჩვენი გარემო"
მოწესრიგებულ და სუფთა გარემოში ცხოვრება ადამიანის უფლებაა,თუმცა ამ უფლებაზე შეგნებულად  თუ გაუაზრებლად  თვითონვე ამბობს უარს.
ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრებმა, მიიღეს გადაწყვეტილება,რომ აუცილებელია მოსწავლეებმა ადრეული ასაკიდანვე აიმაღლონ გარემოსდაცვითი ცნობიერება და თვითონვე იყვნენ აქტიურად ჩართული ეკო კლუბის მიერ დაგეგმილ გარემოსდაცვით აქტივობებში.
სკოლაში და სკოლის ტერიტორიაზე,მუდმივად შეინიშნებოდა უმცროსკლასელების მხრიდან ნაგვის დაყრა,ისინი ვერ აცნობიერებენ საკუთარი ქმედების უარყოფით შედეგებს და ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად დაიგეგმა სემინარი „დაიცავი გარემო დაბინძურებისგან“
სემინარი დაიწყო სიტუაციური ამოცანების განხილვით,მონაწილეებს შორის გაიმართა საინტერესო დისკუსია,მოსწავლეები მსჯელობდნენ რა იყო მოცემულ ამოცანაში პრობლემა და რას მოიმოქმედებდნენ ისინი გამოსასწორებლად.




დისკუსიის შემდეგ, გაიმართა პრეზენტაცია თემაზე“ დაიცავი გარემო დაბინძურებისგან“.




 მონაწილეებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია მყარი ნარჩენების გარემოში მოხვედრის შედეგად გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე.საუბარი წარიმართა,როგორც არსებულ პრობლემებზე,მათი გადაჭრის შესაძლებლობებზეც.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია თუ რატომ არ შეიძლება პოლიეთილენის პარკები მოხვდეს გარემოში,მდინარესა თუ ოკეანეში,ასევე რა ზიანი მოაქვს პლასტმასის ბოთლების მზეზე დაყრას ან მათ დაწვას.


სემინარის დასრულებისთანავე,ეკოკლუბელებმა ორგანიზება გაუკეტეს საშემოდგომო დასუფთავების აქციას,დაასუფთავეს სკოლის შიდა პერიმეტრი,ეზო და მიმდებარე ტერიტორია. შემოიღეს „გარემოსდამცველი ინსპექტორის „ინსტიტუტი,რომელიც აღკვეტს მოსწავლეების მიერ სკოლის ტერიტორიაზე ნაგვის დაყრას.
სასკოლო აქტივობა ეხმიანება მდგრადი განვითარების მე-15 მიზანს.
                                                                          





           
                  ტრენინგი მოსწავლეთა პიროვნული და პროფესიული განვითარება


 მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბმა“მწვანე სივრცემ“ საინტერესო შეხვედრას უმასპინძლა. ეკოკლუბის მოსწავლეებისთვის და ახალგაზრდა აქტორებისათვის ტრენინგი ჩატარდა. მონაწილეები გაეცნენ ამერიკული პროგრამას “ბრილიანტის გამოწვევა” ,პროგრამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა პროგრამის კოორდინატორმა, საერთაშორისო გამოცდილების ახალგაზრდა მწვრთნელმა მარიამ თვალიაშვილმა, თემაზე: ბრილიანტის გამოწვევა- უფროსკლასელებში სოციალური მეწარმეობის უნარების განვითარებისთვის. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ კითხვები პროგრამის შესახებ და გაეზიარებინათ წარმატებული პროექტების გამოცდილება. შეხვედრის საინტერესო და სახალისო ნაწილს წარმოადგენდა ენერჯაიზერები,რომელშიც აქტიურად ჩაერთნენ მონაწილეები.

 შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სემინარს თემაზე,“ახალგაზრდები და დამწყები ბიზნესი.“შეხვედრას უძღვებოდა ხელნაკეთი ნივთების მაღაზიის“ჰიპი” დამფუძნებელი, თიბისისა და ჯეოსელის კონკურსის 2017 წლის სტარტაპერის გამარჯვებული , ლალი თვალიაშვილი,მან საკუთარი გამოცდილება გაუზიარა ახალგაზრდებს,მისცა რჩევები დამწყებ მეწარმეებს თუ როგორ განავითარო სკოლის ბაზაზე არსებული საწარმო,როგორ შეფუთონ და მოაწონონ მომხმარებელს პროდუქციას .ტრენინგი ორიენტირეული იყო მოსწავლეებში მოსწავლეთა პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზე,გამოყენებული იყო მრავალფეროვანი აქტივობები და პრაქტიკული მაგალითები პირადი გამოცდილებიდან
.






                   წყლის სანიტარული  და ჰიგიენური მდგომარეობა სკოლაში"

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის სკოლის ეკოკლუბი“მწვანე სივრცე“ მეტად საჭირბოროტო საკითხის განსახილველად შეიკრიბა, შეხვედრის თემა იყო წყლის სანიტარულ ჰიგიენური ნორმების შესახებ ცნობიერების ამაღლება. განხილულ იქნა ის რეკომენდაციები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს უსაფრთხო სკოლის კონცეფცია, სადაც იგულისხმება თითოეული ბავშვის ჯანმრთელობის დაცულობა. 



მონაწილეების მიერ გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც რეალურად არსებობს სკოლაში პრობლემები პრიორიტეტების მიხედვით დალაგდა და შედეგი ასე გამოიყურება: 1) სასმელი წყალი, რომელსაც იყენებს სკოლა არ არის ლაბორატორიულად შემოწმებული. 2) სასმელი წლის მილები არ აკმაყოფილებს სტანდარტით გათვალისწინებულ ნორმებს და არსებობს რისკი მისი დაბინძურების, რაც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. 3) სკოლა განეკუთვნება „ბ“ კატეგორიის II ჯგუფს და მნიშვნელოვნად არის მოსაწესრიგებელი სანსაკანალიზაციო და ჰიგიენური ნორმები კანონით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად.



ბავშვებმა შეიქმნეს სასურველი სკოლის მოდელი, სადაც პრიორიტეტი იყო დაცული და მოწესრიგებული წყლის და სანსაკანალიზაციო სისტემები, უსაფრთხო სასმელი წყალი სკოლაში და კიდევ ბევრი საკითხი, რაც რეალურად უნდა არსებობდეს და არც თუ ისე მიუწვდომელია. პარალელურდ, მოსწავლეებმა ამ მიმართულებით განახორციელეს კვლევა, სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შორის,მონაცემთა ანალიზის საფუძველზე მომზადდება კვლევის ანგარიში და რეკომენდაცია, რომელიც წარედგინება სასკოლო საზოგადოებასა და სკოლის ადმინისტრაციას.









                          "ახალგაზრდა მეწარმეების სკოლა"

 მესტიის მუნიციპალიტეტის, ფარის საჯარო სკოლაში ახალგაზრდა მეწარმეების სკოლა გაიხსნა.
სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება ადრეული ასაკიდან, ერთ-ერთი მნიშნელოვანი ნაბიჯია ახალგაზრდის მომავალი დასაქმებისა და წარმატების.
სკოლებში პროფესიული უნარების განვითარება,ახალგაზრდას აძლევს შესაძლებლობას საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებისა და თვითგამორკვევის პროცესის გავლას.
ფარის საჯარო სკოლის გოგონათა ჯგუფი, ერთი წელია ეუფლება სახელობო განათლებას სოცილურ საწარმოში,ქმნიან 15 დასახელების პროდუქციას და რეალიზაციით მიღებული თანხა მათი შემოსავლის წყაროა.
პროგრამამ აჩვენა,რომ მსგავსი პროექტები ხელს უწყობს,როგორც პროფესიული უნარების,ასევე სამეწარმეო უნარების განვითარებას.
სწორედ,ამ გამოცდილების გაზიარებით,ფარის საჯარო სკოლის  ეკო კლუბმა,გადაწყვიტა  შექმნილიყო ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა,სადაც ბიჭები და გოგონები ერთობლივად განავითარებდნენ,როგორც სამეწარმეო ,ასევე პროფესიულ უნარებს.მათი ეს ინიციატივა,მხარდაჭერილ იიქნა მასწავლებლის ეროვნული ჯილოდს2017 წლის გამარჯვებულის,ლადო აფხაზავას მიერ, მან პროექტში,“ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“,მოიგო 4000 ლარი,რომელიც საჩუქარად  გადასცა სკოლის მოსწავლეებს.სწორედ ამ თანხით,შეძენილ იქნა ყველა საჭირო ინვენტარი,ავეჯი, ხის დასამუშვებელი ინვენტარი და მასალა .
ამდენად, ფარის საჯარო სკოლაში,გაიხნსა საწარმო გოგონებისთვის და ბიჭებისთვის,გოგოენბი  მუშაობენ თექის,დეკორატიული ქსოვლილის დამუშავება,სამკაულებისა და აქსესუარების დამზადება,ბიჭები  მუშაობენ ხის სათამაშოებისა და დეკორატიული ნივთების დამზადებაზე, აქსესუარების მოხატვაზე. მოსწავლეთა ნამუშევრების სარეალიზაციოდ მოეწყობა გამოფენა-გაყიდვები,შემოსული თანხით მოსწავლეები მიიღებენ მცირე შემოსავალს.
ამ პროექტით, ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბი,ხელს უწყობს  მდგრადი განვითარების 1-ლ,მე-4 , მე-5 და მე-8  მიზნის განხორციელებას.




                     
   ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის ეკოკლუბ “მწვანე მოლსა“ და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბს შორის დამეგობრების პირველი ნაბიჯები გადაიდგა. 
„მწვანე მოლის“ წევრებმა, ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბს „მწვანე საჩუქარი“ გაუკეთეს, მათ ოთახის მცენარეები ჩარგეს ქოთნებში და გააგზავნეს საჩუქრად გურიიდან სვანეთში. ფარის საჯარო სკოლაში,“მწვანე საჩუქარი“ ჩაიტანა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის გამარჯვებულმა პედაგოგმა, ეკოკლუბის“, მწვანე მოლის“ კურატორმა, ლადო აფხაზავამ. მან ფარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაუზიარა ის პრაქტიკა, რაც მა და მისი მოსწავლებს წლების განმავლობაში დაუგროვდათ. 
„მწვანე საჩუქრის“ მიზანია, ფარის საჯარო სკოლამ იზრუნოს მცენარეებზე, გაამრავლოს და ანალოგიურად გადასცეს სვანეთის სხვა სკოლებს „მწვანე საჩუქარი“. მსგავსი აქტივობა ხელს უწყობს ახალგაზრდა გარემოსდამცველებში გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობის განვითარებას, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ფლორისა და ფაუნისადმი სიყვარულის გაღვივებას. 
ორი რეგიონის ეკოკლუბების დამეგობრების პირველი ნაბიჯები გადადგმულია, სკოლები მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას და საფუძველს ჩაუყრიან ერთობლივი აქტივობებისა თუ ღონისძიებების განხორციელებას.






                ფარის საჯარო სკოლაშ ეკო კლუბის სამუშაო სივრცე გაიხსნა.
ეკო კლუბის წევრებმა, სკოლის დირექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე  მიიღეს გადაწყვეტილება სკოლაში გამოიყოს სივრცე,სადაც მოსწავლეებს შეეძლებთ ადაპტირებულ გარემოში ჩაატარონ კლუბის შეხვედრები და ღონისძებები.
კლუბის წევრების მიერ მოეწყო  მწვანე კუთხე,სადაც განათავსებულია  მწვანე ლიტერატურა,შემუშავებულია  „კრედიტების დაფა“,სადაც აღწერილია ყველა ის აქტივობა,რომელსაც კლუბის წევრები განახორციელებან კონკურსი ფარგლებში,თითოეულ აქტივობას მინიჭებული აქვს კრედიტი,მონაწილეებს შორის იმართება ჯანსაღი კონკურენცია და თითოეული მონაწილე ორიენტირებულია დააგროვოს მეტი ქულა,მომავალი წარმატებისთვის,მათ მიერ დაგროვილი კრედიტები,საბოლოოდ დაჯამდება და  აქტიური მონაწილეები დაჯილდოვდებიან სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან სპეციალური პრიზებით.
ფარის საჯარო სკოლის დირექცია,აქტიურად უჭერს მხარს სკოლის ეკო კლუბის საქმიანობას და ხელს უწყობს სათანადო სამუშაო პირობების შექმნასა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.














                                                      პირველი სამუშაო შეხვედრა.
ფარის საჯარო სკოლის ეკო კლუბის “green space”-ს წევრებმა 15 მაისს ჩაატარეს შეხვედრა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის განახლებასთან დაკავშირებით .
გასულ წელთან შედარებით წელს უფრო მეტი მოსწავლე დაინტერესდა და ჩაერთო ამ   პროექტში.
შეხვედრაზე გუნდის წევრებმა ახალბედა მოსწავლეებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება,შეადგინეს სამოქმედო გეგმა და დაყვეს თვეების მიხედვით ,განიხილეს მდგრადი განვითარების მიზნები და ისაუბრეს, რომელი მიზნის განხორციელებაში შეეძლოთ შეეტანათ საკუთარი წვლივლი.
ჩაატარეს კენჭისყრა და აირჩიეს გუნდის ლიდერი,ამის შემდეგ განსაზღვრეს, რომ ყოველი პარასკევი იქნება ეკო კლუბის შეხვედრის დღე და იმსჯელებდნენ ყოველკვირეულ სამოქმედო ამოცანებსადა აქტივობებზე.
კლუბის მიზნები 2019 წლისათვის არის მრავალფეროვანი და შედეგზე ორიენტირებული.






1 comment:

  1. კარგი სტატიები, გსმენიათ ბატონი ბენჯამინის შესახებ, ელ.ფოსტა: Lfdsloans@outlook.com --WhatsApp საკონტაქტო: + 1-9893943740-- ვინც მუშაობს დაფინანსების მომსახურებასთან, მათ მაძლევან 95,000.00 აშშ დოლარის სესხი ჩემი ბიზნესის წამოწყების მიზნით და მე ყოველწლიურად ვხდი მათ უკვე ორი წელია, რაც მე კიდევ 2 წელი მაქვს დარჩენილი, თუმცა მე მათთან მუშაობა მსიამოვნებს, რადგან ისინი ნამდვილი სესხის გამსესხებელია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სახის სესხი მოგცეს.

    ReplyDelete