დ ე ბ უ ლ ე ბ ა
დამტკიცებულია: სსიპ მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის საჯარო სკოლის
ბრძანებით N5 (27.09.2016წ.)
მესტიის
მუნიციპალიტეტის,ფარის საჯარო სკოლის
ეკოკლუბის
დებულება
2016წ.
დ ე
ბ უ
ლ ე
ბ ა
მუხლი 1. დებულებით რეგულირებული ურთიერთობები
წინამდებარე დებულება განსაზღვრავს ეკოკლუბ ,,მწვანე სივრცის-GREEN SPACE’’
ძირითად პრინციპებს, საქმიანობის მიმართულებებს, კლუბის ლიდერის, კურატორის, წევრის უფლება-მოვალეობებს, ასევე ეკოკლუბის საქმიანობის სფეროსა და შედეგებს.
ეკოკლუბი შეიქმნა CENN-ის მიერ ,
გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროსთან და საქართველოს პარლამენტთან ერთად ნიკო კეცხოველის
2017 წლის
პრემიის მოსაპოვებლად გამოცხადებული სასკოლო კონკურსის ფარგლებში.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად
ეკოკლუბი დარეგისტრირდა პორტალზე forestry.ge
მუხლი2. ეკოკლუბის მიზნები
გარემოსდაცვითი განათლებისა და სამოქალაქო ჩართულობის მხარდაჭერა
·
მდგრადი
განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში და ადგილობრივ
თემში
·
გარემოსდაცვითი
და სათემო ინიციატივების და პროექტების მართვის, დოკუმენტაციის წარმოების, წერის,
ვიზუალიზაციის, კომუნიკაციის უნარების განვითარება სკოლაში და ადგილობრივ
საზოგადოებაში
სათემო
განვითარების შესაძლებლობების ზრდის ხელშეწყობა, იდეების ინკუბაცია სათემო და
კერძო ინიციატივებისათვის
·
ადგილობრივი
მოსახლეობის ჩართვა ბუნებრივი რესურესების მდგრადი მართვის, სათემო განვითარებისა
და ბიომრავალფეროვნების კონსერვაციის პროცესში
·
ინსტიტუციებს
შორის თანამშრომლობის გაძლიერება
დამოუკიდებელი
გარემოსდაცვითი მონიტორინგის განხორციელება
·
მოსწავლეების,
პედაგოგებისა და თემის გაძლიერება გარემოსდაცვითი საკითხების კვლევასა და
ადვოკატირებაში
მუხლი 3. ეკოკლუბის
ფუნქციები
§ 1.სკოლაში სწავლა-სწავლებასთან დაკავშირებული აქტივობების ინიცირება და განხორციელება.
§ 2.სხვადასხვა სასკოლო და სკოლისგარეშე გარემოსდაცვითი ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელებისათვის ხელშეწყობა.
§ 3.მოსწავლეების ჩართვა გარემოსდაცვითი განათლების მიღების
პროცესში
§ 4.მოსწავლეების მიერ სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა-განხორცელება, შეხვედრების, კონფერენციების, ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება
§ 5. საკონკურსო თემატიკის შესაბამისად
მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამაში
,,სასკოლო აქტივობების ხელშეწყობა’’
მუხლი 4. ეკოკლუბის წევრობა
1.
ეკოკლუბის
წევრი შეიძლება გახდეს მოსწავლე, რომელიც
გამოთქვამს გაწევრიანების სურვილს, იზიარებს ეკოკლუბის მიზნებს, წარმოადგენს
საკუთარ ხედვებსა და წინადადებებს ეკოკლუბის საქმიანობის ეფექტურად
წარმართვის მიზნით.
2. წევრობა არის ნებაყოფლობითი და კლუბის წევრი იმავდროულად შეიძლება
იყოს სხვა კლუბის წევრიც.
3. ეკოკლუბის წევრობის მსურველი ვალდებულია
·
წარმოადგინოს საკუთარი ხედვა, მოსაზრება გარემოსდაცვით
საკითხებთან დაკავშირებით.
·
მოამზადოს საინტერესო პროექტი, გამოიჩინოს ინიციატივა.
ეკოკლუბის წევრს
უფლება აქვს:
ა) მონაწილეობდეს სამუშაო შეხვედრების დაგეგმვაში
ბ) მონაწილეობდეს კლუბი მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში
გ) ფლობდეს ინფორმაციას კლუბის
ლიდერის ან კურატორისგან ეკოკლუბის საქმიანობის შესახებ.
დ) ისარგებლოს კლუბის სახელით საჭიროების შემთხვევაში
ეკოკლუბის წევრი მოვალეა:
ა) დაიცვას ეკოკლუბის დებულება და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
ბ) გაუფრთხილდეს ეკოკლუბის ღირსებას და ავტორიტეტს.
გ) აქტიური მონაწილეობა მიიღოს ეკოკლუბის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში და
საკუთარი წვლილი შეიტანოს მის ეფექტურ ფუნქციონირებაში.
მუხლი 5. ეკოკლუბის
ლიდერი
ლიდერი აირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე,მისი კანდიდატურის
წამოყენების უფლება აქვს ეკოკლუბის ხელმძღვანელსა და წევრებს. ლიდერის
უფლებამოსილება იწყება არჩევის მომენტიდან და გრძელდება ახალი ლიდერის
არჩევამდე.
ლიდერის შერჩევა ხდება ყოველწლიურად, შესაძლებელია კონკურსის
საფუძველზეც.
ეკოკლუბის ლიდერი:
ა) წარმართავს საქმიანობას
ბ) უძღვება დაგეგმილ ღონისძიებებს, შეხვედრებს
გ) წევრებთან ერთად ქმნის სამუშაო გეგმას
დ) ითვალისწინებს წევრების მოსაზრებებს, წინადადებებს
ე) წევრებთან ერთად გეგმავს და განსაზღვრავს საჭიროებებს
ვ) თანამშრომლობდეს სკოლის ადმინისტრაციასთან, პედაგოგებთან
ზ) უზრუნველყოფდეს სტუმრების მოწვევის, შეხვედრების, ღონისძიებებისა და
აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებას.
თ) თითოეული ღონისძიების დაგეგმვის შემდეგ მოამზადოს ანგარიში, დაურთოს
ფოტომასალას და წარუდგინოს ეკოკლუბის
ხელმძღვანელს (კურატორს).
ეკოლკლუბის ხელმძღვანელობა
კლუბს ხელმძღვანელობს პედაგოგი, ეკა
წულუკიძე
კათედრის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ირჩევა კათედრის სხდომაზე ყოველი
სასწავლო წლის დასაწყისში.
ხელმძღვანელი მიმართულებას აძლევს და ხელს უწყობს კლუბის მუშაობას.
ზრუნავს კლუბისს საქმიანობის ეფექტური მუშაობისა და წახალისებისათვის.
ეკოკლუბის სამუშაო პერიოდი
ა) ეკოკლუბის სამუშაო პერიოდი ემთხვევა სასწავლო სემესტრებს და საზაფხულო არდადეგებს
ბ) ეკოკლუბი
იკრიბება კვირაში ერთხელ, წინასწარ შერჩეული თარიღის მიხედვით, ასევე საჭიროებისამებრ.
გ) ეკოკლუბი მუშაობას იწყებს საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ,
საჭიროებისამებრ იკრიბება შაბათ- კვირას.
No comments:
Post a Comment